სახლის უსაფრთხოება

 

7 დონიანი დაცვის პაკეტი

  • ·         დაცვითი სიგნალიზაცია

    უკანონო შეღწევის მცდელობისას, მოძრაობის დამაფიქსირებელი სენსორები იწვევენ გარე და შიდა საგანგაშო სირენის გააქტიურებას, რომელიც სივრცეში შლის 100 დეციბელი სიმძლავრის გაუსაძლის ხმას, რომელიც იწვევს პარალიზებას. ამასთანავე, ხორციელდება ავტომატური ზარისა და ტექსტური შეტყობინების გადაცემა პოლიციისა თუ სხვა მითითებულ აბონენტებზე.

     

    ·         ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა

    სისტემა აღჭურვილია საგანგაშო ღილაკით, კვამლისა და სითბოს დეტექტორებით (ამომცნობებით), რომელთა გააქტიურების შედეგად, ფიქსირდება ხმოვანი განგაში. ასევე განგაში გადეცემა შესაბამის უწყებებს სწრაფი რეაგირებისათვის. სისტემა ავტომატიზირებულია და არ საჭიროებს ჩარევას, სახანძრო დახმარების ნომრის გახსენებას და ა.შ.

     

    ·         გაზის გაჟონვა

    ბუნებრივი აირის (გაზის) გაჟონვის დეტექტორები საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ ხიფათი. სისტემა უშეცდომოდ დააფიქსირებს გაჟონვის შემთხვევას და სიგნალს გადასცემს შესაბამის სტრუქტურებსა და წინასწარ მითითებულ აბონენტებს.

     

    ·         განგაშის ღილაკი

    განგაშის ღილაკი საშუალებას მოგცემთ, სიგნალი გადასცეთ უსაფრთხოების ცენტრს, რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი უსაფრთხოების სისტემის გააქტიურებამდე, რათა მოხერხდეს ინციდენტის დისტანციური იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება.

     

    ·         ვიდეო/აუდიო დომოფონი

    დომოფონი საშუალებას მოგცემთ აკონტროლოთ ვიზიტორების შემოსვლის მცდელობა. სტუმარი ვიდეოთვალზე გამოძახების ღილაკით უკავშირდება მასპინძელთან დამონტაჟებულ მონიტორ(ებ)ს. ხმოვანი და ვიზუალური იდენტიფიცირების შემდეგ, სპეციალური ღილაკის მეშვეობით იხსნება ელექტროსაკეტი და აძლევს სტუმარს შემოსვლის საშუალებას.

     

    ·         ვიდეოსათვალთვალო სისტემა

    სისტემა საშუალებას მოგცემთ აწარმოოთ უწყვეტი ვიზუალური (ვიდეო) კონტროლი/ჩანაწერი შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე დღე/ღამის განმავლობაში. სისტემას გააჩნია მოძრაობის დაფიქსირების რეჟიმი და საჭიროების შემთხვევაში განგაშის გააქტიურება/გადაცემა. შესაძლებელია დისტანციური მონიტორინგი ინტერნეტ ქსელის მეშვეობით, სხვადასხვა მოწყობილობებზე (პორტატული კომპიუტერი, პლანშეტი, Smart  მობილური ტელეფონი).

    ·         ვიდეოძიძა

    სისტემის საშუალებით შეგიძლიათ აკონტროლოთ სასურველი პერიმეტრი ვიზუალურად და აწარმოოთ ორმხრივი აუდიო (ხმოვანი) კომუნიკაცია. სისტემაში შემავალი ვიდეოთვალ(ებ)ი მართვადია. შესაძლებელია მიმართულების შეცვლა, დაშორება, ახლოს მოტანა. ხორციელდება ჩანაწერი. მისაწვდომია ნებისმიერი ინტერნეტში ჩართული პორტატული მოწყობილობიდან (პორტატული კომპიუტერი, პლანშეტი, Smart მობილური ტელეფონი).