Bi-spectral Infrared Body Temperature Fast Screening Instrument

ტემპერატურის საზომი მოწყობილობები

კომპანია ინოტექი“ (www.innotech.ge) მომხმარებლებს ტემპერატურის საზომ მოწყობილობებს სთავაზობს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას კომპანიის თანადამფუძნებელმა ლევან ფანჯიკიძემ განაცხადა, კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, როგორიც თერმული კამერებია, დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი განმარტებით, ტემპერატურის საზომ მოწყობილობებს შეუძლია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში) ადამიანის სხეულის ტემპერატურა გაზომოს და მაღალი სიცხის შემთხვევაში, ოპერატორს შეტყობინება ავტომატურად გაუგზავნოს. მისივე თქმით, თერმული მოწყობილობები პანდემიასთან ბრძოლის პროცესში სხვადასხვა ქვეყანამ წარმატებით გამოიყენა.

„თერმული კამერა წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიას, რომელიც პანდემიის დროს წარმატებით გამოიყენა, პირველ რიგში, ჩინეთმა, რომელიც საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა სიტუაციის გაკონტროლებაში. თერმული კამერები ზომავს ადამიანის სხეულის ტემპერატურას და მაღალი სიცხის შემთხვევაში, ოპერატორს აძლევს ავტომატურ შეტყობინებას, რომ მაგალითად, მასიური თავშეყრის ადგილას რომელიმე ადამიანს აქვს მაღალი ტემპერატურა. თერმული კამერების დახმარებით, ხდება ადამიანის ავადობის შეცნობა და ამის საშუალებით, ხალხმრავალ დაწესებულებებში პერსონალი სწრაფ რეაგირებას ახდენს, რომ ტემპერატურის მქონე ადამიანს დისტანცია დააცვევინონ ან საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ზომები მიიღონ. შეიძლება ადამიანს აღენიშნებოდეს ტემპერატურა, მაგრამ არ გამოიჩინოს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და მაინც მივიდეს თავშეყრის ადგილებში. ასეთ შემთხვევაში, თერმულ მოწყობილობებს შეუძლია, ავტომატური რეაგირება მოახდინოს,“ – განაცხადა ლევან ფანჯიკიძემ.

მისი ინფორმაციით, ტემპერატურის საზომ მოწყობილობებს შეუძლია დიდი როლი ითამაშოს როგორც პანდემიის გავრცელების საწყის, ასევე შემდგომ ეტაპებზე. ამასთან, პანდემიის გავრცელებამდე, თერმული კამერების გამოყენება ხდებოდა სამშენებლო ობიექტებზე, კლინიკებში, ქარხნებსა და სხვა ისეთ დაწესებულებებში, სადაც პერსონალის ჯანმრთელობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ვთვლი, რომ ასეთი ტექნოლოგიების გამოყენება საჭიროა ახლაც და პანდემიის შემდგომ ეტაპებზეც. როცა პანდემია გადაივლის, აქტუალურობას არ დაკარგავს მათი გამოყენება სხვა ვირუსების შემთხვევაშიც. თუ სამომავლოდ სხვა ტიპის მწვავე ვირუსი გავრცელდება, აღნიშნული კამერები ყოველთვის შეასრულებს თავის დადებით როლს როლს, სკრინინგისა და გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით. მაგალითისთვის, ავიღოთ ბანკები თუ საგანმანათლებლო დაწესებულებები – ასეთ ადგილებში საკმაოდ ბევრი ადამიანი იყრის თავს და თერმული მოწყობილობების დახმარებით, ბევრი სხვადასხვა სახის დაავადების გავრცელება შეგვიძლია ავირიდოთ თავიდან. სანამ კორონავირუსი გავრცელდებოდა, ასეთი მოწყობილობები იქამდეც გამოიყენებოდა სამშენებლო ობიექტებზე, სხვადასხვა ქარხანასა თუ დაწესებულებაში, სადაც პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობას აქვს დიდი მნიშვნელობა. თერმული ტექნოლოგიის კამერის მეშვეობით, გარკვეულწილად შესაძლებელია ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამოცნობა, ვინაიდან სხეულის ტემპერატურა არის ამის ერთ-ერთი ძირითადი ინდიკატორი,“ – განაცხადა ლევან ფანჯიკიძემ.

რაც შეეხება პროდუქციის ხარისხს, მისი თქმით, კომპანია „ინოტექის“ მიერ შეთავაზებული პროდუქცია მაღალი ხარისხითა და მაღალ-ტექნოლოგიურობით გამოირჩევა. UNV-ის წარმოების თერმული კამერების ცდომილების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.

„ჩვენი პროდუქცია მაღალტექნოლოგიური და მაღალხარისხიანია. როდესაც საუბარია ადამიანის ჯანმრთელობაზე, ხარისხი ყველაზე პრიორიტეტულია. შესაბამისად, ამ მოწყობილობების ცდომილების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. რაც შეეხება პროდუქციის სხვადასხვა ტიპს, ეს განსაზღვრულია დანიშნულების მიხედვით: რა გარემო პირობებისთვისაა კამერა გათვლილი. მაგალითად, არსებობს სპეციალურად ღია სივრცის თავშეყრის ადგილებისთვის განკუთვნილი კამერები; არსებობს ასევე, შიდა გამოყენების თერმული კამერები, როდესაც შენობის შიგნით ვდგამთ მათ; არის კიდევ კონტაქტური მოწყობილობები, რომლის შემთხვევაშიც პერსონალი ახლოს უნდა მივიდეს კამერასთან და მაჯა ახლოს მიიტანოს წამკითხველთან. არის ხელის პროფესიონალური მოწყობილობაც – ხელის პორტატული თერმული კამერა – რომელიც ინტეგრირებულია პროგრამასთან, ის აღწერას აკეთებს და მონაცემები შედის საერთო ბაზაში. ასე რომ ყველა პროდუქცია არის განსხვავებული დანიშნულებისა და პირობის მიხედვით, გააჩნია, რა გვჭირდება,“ – განაცხადა ლევან ფანჯიკიძემ.

„თანამედროვე უსაფრთხოების ელექტრონულ სისტემებში, ტრენდულ მიმართულებად გამოიკვეთა სხვადასხვა ტიპის ანალიტიკური სისტემები, ძირითადად კი ვიდეო-ანალიტიკური სისტემები, რომელიც არა მხოლოდ უსაფრთხოების დონის ამაღლებაში, არამედ წარმოების ავტომატიზაციაში, მარკეტინგში, სტატისტიკაში და სხვა საქმიანობებშიც გამოიყენება. თერმული (სითბოსთან, მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებული, სითბური) და ამასთანავე ანალიტიკური (ვიდეო, აუდიო და თერმული (ტემპერატურული) ინფორმაციის გადამუშავება, ანალიზი, შენახვა) სისტემები საკმაოდ ეფექტურად შეიძლება იქნას გამოყენებული ნებისმიერ სივრცეში (ღია ან დახურული) გავრცელებული ვირუსის იდენტიფიცირებასა და პრევენციაში. ტემპერატურის იდენტიფიკატორი (ტრეკერი, გამზომი) და სახის ამომცნობი ტერმინალი, რომელიც აფიქსირებს და ლოგირებას ახდენს ადამიანის მოსვლა-წასვლას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – ოპერატორთან განგაშს (დაშვებულ ნორმაზე მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში), არის ძალიან კარგი და ეფექტური მოწყობილობა სხვადასხვა ბიზნეს დაწესებულებაში (ოფისებში), სამედიცინო კლინიკებში და ა.შ. შედეგად რას ვიღებთ? – პერსონალის დაშვების აღრიცხვის სისტემას და პერსონალის ტემპერატურის მონიტორინგსა და ლოგირებას, შესაბამისად ტექნოლოგიის გამოყენება გამართლებულია არა მხოლოდ ტემპერატურის მონიტორინგისათვის, არამედ პერსონალის დასწრების აღრიცხვისთვის, რაც ძალიან მოსახერხებელი და კომფორტული ინსტრუმენტია ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტებისა და მათი ხელმძღვანელებისთვის, (HR)“ – აცხადებს კომპანია „ინოტექის“ ტექნიკური დირექტორი მორის მელია.

კომპანია „ინოტექის“ მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ პროდუქტებს შორისაა: სიცხის ავტომატური თერმული საზომი სისტემა, ხელის სიცხის საზომი, ტემპერატურის მზომი კარიბჭე, ტემპერატურის საზომი ტერმინალი, სახის ბიო-სპექტრალური ანალიზითა და დაშვების აღრიცხვის სისტემით (აქტუალურია სხვადასხვა საგანამანთლებო დაწესებულებსა და ოფისებში) და ა.შ.

ლევან ფანჯიკიძის განცხადებით, კომპანია „ინოტექი“თანამედროვე უსაფრთხოების სისტემების ინტეგრირების მიმართულებით უკვე 5 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს.

„კომპანიის დასახელებასაც ინოტექი“ თავისი შინაარსი აქვს – ეს არის ინოვაციური ტექნოლოგიები. ჩვენ ვახორციელებთ უსაფრთხოების სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების შემოტანას და დანერგვას. ჩავთვალეთ, რომ მსგავს კრიტიკულ სიტუაციაში ჩვენ უნდა გამოგვეყენებინა ჩვენი შესაძლებლობები და საზოგადოებისთვის შეგვეთავაზებინა თერმული ტექნოლოგიის ინოვაციური სისტემები. ჩვენი კომპანია უკვე 5 წელია არსებობს ბაზარზე და ჩვენს პერსონალს უსაფრთხოების და ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობის 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. პროდუქცია, რომლის იმპორტირებასაც ჩვენ ვეწევით, ეკუთვნის UNV-ის, ერთ-ერთ წამყვან ბრენდს ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემებში,“ – განაცხადა ლევან ფანჯიკიძემ.

ka_GEGeorgian
en_USEnglish ka_GEGeorgian
LIVE Chat