სიახლეები

შვილობილი კომპანია – ინოკომი (INNOCOM)

ინოკომი (INNOCOM)

 

კომპანია ინოკომი-ს შექმნის გადაწყვეტილება გაჩნდა კომპანია Innotech-ის (უსაფრთხოების სისტემების იმპორტიორი და ინტეგრატორი) საქმიანობის 6 წლიანი პრაქტიკით მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შედაგად. კერძოდ, პრაქტიკამ და დამატებით პერმანენტულმა კვლევებმა და ბიზნეს ანალიზმა აჩვენეს  ის, რომ ძალიან სწრაფად იზრდება და ვითარდება ტელეკომუნიკაციების სეგმენტი. დღითიდღე მატულობს ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფილის კომპანიების რიცხვი და ჩვენ დავინახეთ, რომ  ბაზარზე მოთხოვნა მეტია (თან პერმანენტულად იზრდება), ვიდრე მიწოდება. მომთხოვნი კომპანია გაცილებით მეტია, ვიდრე მათ უზრუნველყოფს მიმწოდებელი კომპანიები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მრავალი წელია ვართ ამ სეგმენტის მომხმარებლები (კომპანია ინოტექი), ვიცით რა ამ ბაზარზე ვინ არიან ძირითადი მოთამაშეები, დავინახეთ ჩვენი ადგილი და შესაძლებლობა, რომ თანდათანობით ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი წამოვიყვანოთ ჩვენკენ, ანუ ინოკომისკენ. გადაწყვეტილია შევიდეთ ტელეკომუნიკაციების ბაზარში, პირველ ეტაპზე კომპიუტერული ქსელის ინფრასტრუქტურის პასიური კომპონენტების (საკომუნიკაციო კარადები, პაჩპანელები, ქსელის მონტაჟის აქსესუარები, ინსტრუმენტები და ა.შ.) იმპორტირებითა და რეალიაზციით, შემდგომ კი განვავითარებთ ოპტიკური ქსელის ინფრასტრუქტურის პროდუქტების ასორტიმენტს და ამის შემდგომ ეტაპზე ბაზარს შევთავაზებთ კომპიუტერული ქსელის აქტიურ კომპონენტებს (მარშრუტიზატორები, კომუტატორები, სერვერები, უწყვეტი კვების წყაროები და ა.შ.) პროდუქციის პარალელურად, განვავითარებთ ინფორმაციული ტექნოლოგიების მომსახურების სფეროს. შევქმნით კომპეტენტურ დეპარტამენტს, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული ქსელისა და მონაცემთა სანახების პროექტების შექმნასა და შესრულებას. ამასთანავე სხვადასხვა IT სერვისების მიწოდებას აუთსორსინგის სახით.

 

ჩვენი მისია

 

ინოკომი-ი პოზიციონირებას მოახდენს ტელეკომუნიკაციებისა და ელექტრო გამოთვლითი ტექნიკის სწრაფად მზარდ ბაზარზე. ჩვენი მიზანია, დავრჩეთ თანამედროვე ციფრულ-ელექტრონული ტექნოლოგიების მიმართულებაში და თანდათან შემოვიერთოთ მომიჯნავე მიმართულებები. უსაფრთხოების სისტემებიდან, ვაგრძელებთ ექსპანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით და გვსურს, თავი დავიმკვიდროთ  ამ მრავლის მომცველ სფეროში. შემდეგი ნაბიჯები იქნება კიბერ უსაფრთხოება (მომატებული რისკების პირობებში მზარდია მოთხოვნა მსგავს სერვისებზე) და პროგრამული უზრუნველყოფის წარმოება.

 

ჩვენი ხედვა

 

ბაზარზე მრავალწლიანი დაკვირვებისა და მომწოდებლებთან ინტენსიური ურთიერთობის შედეგად ჩამოგვიყალიბდა ცოდნა და შესაბამისად გამოცდილება, თუ ძირითადად რა პროდუქციას ითხოვს ბაზარი. რა არის სწრაფად გაყიდვადი და რა პროდუქტების ხაზით იქნება ახალი კომპანიის დაწყება ყველაზე ოპტიმალური, ფინანსებისა და რისკების მინიმიზაციის თვალსაზრისით. დავიწყებთ მცირედით და საფეხურებით განვაგრძობთ აღმასვლას. ჩამოვაყალიბეთ პროდუქციის ჩამონათვალი და მინიმალური მარაგები. ასევე გვაქვს ზუსტი ხედვა საბოლოო ასორტიმენტსა და ნაშთებთან  დაკვშირებით. სხვა სიტყვებით, ვიცით რით დავიწყებთ და სად მივალთ უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში.

 

ჩვენი პროდუქტები და შეთავაზებები

 

რეკები 

კომპანიის ონლაინ მაღაზიაში პირველ ეტაპზე განთავსებისთვის, შეირჩა შემდეგი კატეგორიის პროდუქცია:

  • კედელზე სამონტაჟო საკომუნიკაციო კარადები (რეკები)
  • საკომუნიკაციო კარადის აქსესუარები
  • სადენების ორგანაიზერები
  • დენის გამანაწილებლები (PDU)
  • პაჩპანელები (სხვადასხვა კატეგორია)
  • პაჩკორდები (სხვადასხვა კატეგორია)
  • კონექტორები და ქისთონები (სხვადასხვა კატეგორია)
  • სამონტაჟო ინსტრუმენტები
  • ინსტრუმენტების ნაკრებები
  • ქსელის ტესტერები

 

 

შემდეგ ეტაპებზე, განვავითარებთ შემდეგ მიმართულებებს:

  • დასადგამი საკომუნიკაციო კარადები (რეკები)
  • სასერვეროს კომპონენტები
  • ოპტიკური პასიური მოწყობილობები
  • ოპტიკური მოწყობილობები
  • კაბელები
  • უწყვეტი კვების წყაროები
  • ქსელური მოწყობილობები
  • სერვერები და აქსესუარები
  • ტელეფონია