„ინოტექში“  წარმოდგენილ პროდუქციაზე ვრცელდება გარანტია, რომლის ვადა განისაზღვრება ბრენდის მიხედვით მინიმუმ 1 წლის ვადით.

საგარანტიო მომსახურება

საგარანტიო მომსახურება მოიცავს:

  • საგარანტიო მომსახურება გულისხმობს გაყიდვის შემდგომ მოწყობილობის დაზიანების შემთხვევაში მის უფასო შეკეთებას ან ახლით შეცვლას
  • საგარანტიო ვადა, მწარმოებლის მიერ დადგენილი წესების თანახმად, განისაზღვრება შესაკეთებელი მოწყობილობის სერვისცენტრში წარდგენიდან 7 სამუშაო დღით.
  • საგარანტიო მომსახურების მისაღებად ნივთის მფლობელმა მოწყობილობის დაზიანების შემთხვევაში სერვისცენტრში უნდა წარმოადგინოს საგარანტიო დოკუმენტი. საგარანტიო დოკუმენტად ასევე ავტომატურად ითვლება კომპანიაზე გაწერილი საბუთი ს/ზ და ა/ფ იურიდიული პირების შემთხვევაში
  • საგარანტიო მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელია დაცული იქნას მწარმოებლის მიერ შემუშავებული ექსპლუატაციის წესები თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად;

საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება/ უქმდება თუ :

  • გასულია საგარანტიო ვადა;
  • არ არის წარმოდგენილი საგარანტიო ტალონი;
  • საგარანტიო ტალონში მონაცემები შეცვლილი, წაშლილი ან გადაკეთებულია;
  • საგარანტიო ტალონში ან მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერიული ნომერი/ IMEI კოდი;
  • მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დეფექტი;
  • მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შეუსაბამო მიზნ(ებ)ით;
  • დაზიანებულია ან ამძვრალია პლომბი ან ლუქი;
  • დაზიანება გამოწვეულია  ვირუსის ან შეუსაბამო ფაილ(ები)ის მიერ;
  • დაზიანება გამოწვეულია ელ. ქსელის გაუმართაობის (ძაბვის ცვლილება), მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციის, შენახვის წესების და პირობების დარღვევით, არაკომპეტენტური პირების მიერ ჩატარებული არაკვალიფიციური სარემონტო/ სამონტაჟო სამუშაოების შედეგად;
  • გარანტია არ ვრცელდება სისტემური ბლოკის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, სისტემური ბლოკის კვების ბლოკზე, ელემენტზე, მეხსიერების ჩიპზე, სადენებზე, გადამყვანებზე, სამუხტ მოწყობილობებსა თ სხვა აქსესუარებზე;
  • სამონტაჟო ან სარემონტო სამუშაოები არ არის ჩატარებული სპეციალისტის მიერ და დაზიანება გამოწვეულია არაკვალიფიციურად შესრულებული სამუშაოს შედეგად;
  • პროდუქტი დაზიანდა კომერციული დანიშნულების გამოყენებისათვის გარდა იმ პროდუქტისა, რომელიც თავიდანვე გათვლილია მწარმოებლის მიერ კომერციული დანიშნულებისთვის;

გისურვებთ უსაფრთხო გარემოს!

მოითხოვე შეხვედრა

მიიღე საუკეთესო მომსახურება უსაფრთხოების სისტემებზე

მედია

ონტროლი მიკროკლიმატისა და It უსაფრთხოება: როგორ გადაარჩენს გარემოს მონიტორინგის სისტემები სერვერულებსა და საწყობებს საქართველოში ზარალისგან
სიახლეები

ონტროლი მიკროკლიმატისა და IT უსაფრთხოება: როგორ გადაარჩენს გარემოს მონიტორინგის სისტემები სერვერულებსა და საწყობებს საქართველოში ზარალისგან

უხილავი საფრთხე ბიზნესის ციფრული გულისთვისთანამედროვე ბიზნესი საქართველოში კოლოსალურ ბიუჯეტებს ხარჯავს ციფრულ უსაფრთ...
Continue reading
ინტერაქტიული დაფა მოლაპარაკებების ოთახისა და სასწავლო კლასისთვის: როგორ შევარჩიოთ ზომა, ტექნოლოგია და კომპლექტაცია
სიახლეები

ინტერაქტიული დაფა მოლაპარაკებების ოთახისა და სასწავლო კლასისთვის: როგორ შევარჩიოთ ზომა, ტექნოლოგია და კომპლექტაცია

მოლაპარაკებების ოთახი პროექტორითა და შტატივიანი ეკრანით ნაცნობი სურათია.   ნათურა 15 წუთი ცხელდება, გამოსახულება ...
Continue reading
Ajax მცირე ბიზნესისთვის: მაღაზიის, კაფეს ან ოფისის საიმედო უსადენო დაცვა ზედმეტი ხარჯების გარეშე
სიახლეები

Ajax მცირე ბიზნესისთვის: მაღაზიის, კაფეს ან ოფისის საიმედო უსადენო დაცვა ზედმეტი ხარჯების გარეშე

მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, მაგალითად, მყუდრო საქალაქო კაფეების, საცალო მაღაზიების,   სილამაზის სალონები...
Continue reading