სერვისები

 

პროექტირება

მონტაჟი და ინსტალაცია

საევაკუაციო გეგმის შედგენა

ქსელის მოწყობა

საგარანტიო მომსახურება

 

პროექტირება

ოპტიმალური გადაწყვეტილებები წინაპირობაა თქვენი უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. მზად ვართ გაგიზიაროთ ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება და შემოგთავაზოთ ტექნიკური გადაწყვეტილებები თქვენი საჭიროებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

„ინოტექი“ გთავაზობთ თქვენი ობიექტის შესწავლას, დაგეგმარებას, პროექტირებას და ხარჯაღრიცხვას.

ტექნიკური „ციფრული რუკის“ შედგენა – ეს არის პროექტირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. თქვენი ობიექტის ნახაზზე დატანილ იქნება ტექნიკის ლოკაციური განთავსება და ქსელური მაგისტრალები. ეს აუცილებელი წინაპირობაა სწორი დაგეგმარებისთვის, ტექნიკური გადაწყვეტილებებისათვის და სამონტაჟო სამუშაოებისათვის.  რაც ყველაზე მთავარია, სამომავლო პერსპეტივაში „ტექნიკური რუკა“ გიადვილებთ არსებული სისტემის მომსახურებას.

„ინოტექი“ გთავაზობთ პროექტირებას და ხარჯთაღრიცხვას შემდეგი მიმართულებებით:

  • სახანძრო სიგნალიზაციის სისტემები
  • ვიდეოსამთვალყურეო სისტემები
  • საევაკუაციო გახმოვანების სისტემები
  • საევაკუაციო განათების სისტემები
  • ინტერნეტის და სატელოფონო ქსელის მოწყობა
  • დაცვითი სიგნალიზაციის სისტემები
  • სანქცირებული დაშვების სისტემები

სწორი გადაწყვეტილელები= სწორ დაგეგმარებას. სწორი დაგეგმარება= სწორად შესრულებას. სწორი შესრულება= ხარისხს  – ეს ყველაფერი კი უდრის ნაკლებ დროს და ნაკლებ დანახარჯებს

 

გისურვებთ უსაფრთხო გარემოს!

 

მონტაჟი და ინსტალაცია

„ინოტექი“ გთავაზობთ ჩვენთან შეძენილი პროდუქციის მონტაჟს, ინსტალაციას და პროგრამირებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შრომის უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.

თქვენ მომსახურებას გიწევთ პროფესიონალ ტექნიკოსთა ჯგუფი, რომლებიც ფლობენ შრომის უსაფრთხოების და მწარმოებელთა ავტორიზაციის  სერთიფიკატებს.

 

ჩვენს მიერ შემოთავაზებულია სერვისებია:

  • სახანძრო სიგნალიზაციის ქსელის მოწყობა, მონტაჟი, ინსტალაცია და პროგრამირება
  • ვიდეოსამეთვალყურეო ქსელის მოწყობა, მონტაჟი, ინსტალაცია და პროგრამირება
  • სანქცირებული დაშვების სისტემების და ელექტრო საკეტების მონტაჟი, ინსტალაცია და პროგრამირება
  • დაცვითი სიგნალიზაციის მონტაჟი, ინსტალაცია და პროგრამირება
  • ინტერნეტის, სატელეფონო და სატელევიზიო ქსელის მოწყობა

 

ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება გაგვიზიაროთ თქვენი აზრი შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით. დადებითი შეფასება მეტ მოტივაციას მოგვცემს, შენიშვნები – განვითარების საშუალებას!

 

გისურვებთ უსართხო გარემოს!

 

 

საევაკუაციო გეგმის შედგენა

გთავაზობთ საევაკუაციო გეგმის შედგენას საერთაშორისო და სახანძრო უსაფრთხოების საკანონმდებლო ნორმების შესაბამისად

საევაკუაციო გეგმის შესადგენად აუცილებელად საჭიროა შენობის აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია.

გეგმის მომზადების შესრულების დრო და ღირებულება განისაღვრება შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე. შესაბამისად განიხილება ინდივიდუალურად.

 

გისურვებთ უსართხო გარემოს!

 

„ინოტექი“ გთავაზობთ შემდეგი ტიპის სუსტი დენების ქსელის მოწყობას:

  • ინტერნეტი
  • სატელეფონო
  • სატელევიზიო

ქსელის მოწყობამდე გთავაზობთ მაგისტრალური „ციფრული რუკის“ შედგენას – ეს არის პროექტირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. თქვენი ობიექტის ნახაზზე დატანილ იქნება ტექნიკის ლოკაციური განთავსება და ქსელური მაგისტრალები. ეს აუცილებელი წინაპირობაა სწორი დაგეგმარებისთვის, ტექნიკური გადაწყვეტილებებისათვის და სამონტაჟო სამუშაოებისათვის.  რაც ყველაზე მთავარია, სამომავლო პერსპეტივაში „ტექნიკური რუკა“ გიადვილებთ არსებული სისტემის მომსახურებას.

 

გისურვებთ უსართხო გარემოს!

 

საგარანტიო მომსახურება

„ინოტექში“  წარმოდგენილ პროდუქციაზე ვრცელდება გარანტია, რომლის ვადა განისაზღვრება ბრენდის მიხედვით მინიმუმ 1 წლის ვადით.
საგარანტიო მომსახურება მოიცავს:

საგარანტიო მომსახურება გულისხმობს გაყიდვის შემდგომ მოწყობილობის დაზიანების შემთხვევაში მის უფასო შეკეთბას ან ახლით შეცვლას

საგარანტიო ვადა, მწარმოებლის მიერ დადგენილი წესების თანახმად, განისაზღვრება შესაკეთებელი მოწყობილობის სერვისცენტრში წარდგენიდან 7 სამუშაო დღით.

საგარანტიო მომსახურების მისაღებად ნივთის მფლობელმა მოწყობილობის დაზიანების შემთხვევაში სერვისცენტრში უნდა წარმოადგინოს საგარანტიო დოკუმენტი. საგარანტიო დოკუმენტად ასევე ავტომატურად ითვლება კომპანიაზე გაწერილი საბუთი ს/ზ და ა/ფ იურიდიული პირების შემთხვევაში

საგარანტიო მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელია დაცული იქნას მწარმოებლის მიერ შემუშავებული ექსპლუტაციის წესები თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად;

საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება/ უქმდება თუ :

გასულია საგარანტიო ვადა;

არ არის წარმოდგენილი საგარანტიო ტალონი;

საგარანტიო ტალონში მონაცემები შეცვლილი, წაშლილი ან გადაკეთებულია;

საგარანტიო ტალონში ან მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერიული ნომერი/ იმეი კოდი;

მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დეფექტი;

მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შეუსაბამო მიზნ(ებ)ით;

დაზიანებულია ან ამძვრალია ლპომბი ან ლუქი;

დაზიანება გამოწვეულია  ვირუსის ან შეუსაბამო ფაილ(ები)ის მიერ;

დაზიანება გამოწვეულია ელ.ქსელის გაუმართაობის ( ძაბვის ცვლილება), მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატრურის ზემოქმედებით, ექპლუტაციის, შენახვის წესების და პირობების დარღვევით, არაკომპეტენტური პირების მიერ ჩატარებული არაკვალიფიციური სარემონტო/ სამონტაჟო სამუშაოების შედეგად;

გარანტია არ ვრცელდება სისტემური ბლოკის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, სისტემური ბლოკის კვების ბლოკზე, ელემენტზე, მეხსიერების ჩიპზე, სადენებზე, გადამყვანებზე, სამუხტ მოწყობილებებსა თ სხვა აქსესუარებზე;

სამონტაჟო ან სარემონტო სამუშაოები არ არის ჩატარებული სპეციალლისტის მიერ და დაზიანება გამოწვეულია არაკვალიფიციურად შესრულებული სამუშაოს შედეგად;

პროდუქტი დაზიანდა კომერციული დანიშნულების გამოყენებისათვის გარდა იმ პროდუქტისა, რომელიც თავიდანვე გათვლილია მწარმოებლის მიერ კომერციული დანიშნულებისთვის;

გისურვებთ უსაფრთხო გარემოს!