ამ მიმართულებაში ყველაზე პოპულარულია დაშვებისა და აღრიცხვის სისტემა, რომლის საშუალებითაც შეძლებთ სამუშაო დროის დანაკარგი შეამციროთ მინიმუმადე. სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემით თქვენ შეგიძლიათ: 

  • განსაზღვროთ თითოეული თანამშრომლის ჯამური სამუშაო დრო; 
  • მიაწოდოთ ხელმძღვანელობას ოპერატიული ინფორმაცია გამცდენი თანამშრომლის შესახებ; 
  • შვებულებების და ავადმყოფობის აღრიცხვა

მიმართულებაზე მოთხოვნის ზრდას ხელს უწყობს სამთავრობო რეგულაციები, რომელიც ავალდებულებს გარკვეულ დაწესებულებებს, განახორციელოს თანამშრომელთა დაშვების/დასწრების აღრიცხვა და მოახდინოს მონაცემების შენახვა ერთი წლის პერიოდით. 

დაცვითი სისტემების გასაუმჯობესებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა დაშვების სისტემის მოწყობა თქვენს ობიექტზე, რათა არ მოხდეს არასანქცირებული ვიზიტორების დაშვება თქვენს ტერიტორიაზე. ასეთი ტიპის მოწყობილობები ხელს უშლის არასასურველი სტუმრების შემოჭრას, და უფრო მეტად კომფორტულს ხდის მფლობელისა ან სხვა უფლებამოსილი პირების თავისუფალ გადაადგილებას. ასეთი ტიპის სისტემები ხშირ შემთხვევაში გამოიყენება ოფისებში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ძვირადღირებულ მატერიალურ ან სხვა ტიპის საკუთრებასთან. დაშვების სისტემები უზრუნველყოფენ თქვენი თანამშრომლების აღრიცხვის და დასწრების მენეჯმენტს. ინოტექი გთავაზობთ ფართო არჩევანს დაშვების სისტემების სერვისზე, რომლებიც გახლავთ: გასასვლელი ღილაკების დამონტაჟება, ბარათების წამკითხველების დამზადება, კარების ელექტრო საკეტების სხვადასხვა ობიექტებზე მათ შორის სასტუმროებში დაყენებას, კარების შვეიცარს და კარადის საკეტების შემნახველებს. დაშვების სისტემებისთვის შესაძლებელია დაყენდეს როგორც ბიომეტრიული ბარათები, ასევე სტანდარტული მაგნიტური ბარათები ან თუნდაც თითის ანაბეჭდის მიხედვით მოხდეს ობიექტზე შესვლა.

Showing 1–16 of 39 results

ნახვა 16 36 52