„ინოტექში“  წარმოდგენილ პროდუქციაზე ვრცელდება გარანტია, რომლის ვადა განისაზღვრება ბრენდის მიხედვით მინიმუმ 1 წლის ვადით.
საგარანტიო მომსახურება მოიცავს:

საგარანტიო მომსახურება გულისხმობს გაყიდვის შემდგომ მოწყობილობის დაზიანების შემთხვევაში მის უფასო შეკეთბას ან ახლით შეცვლას

საგარანტიო ვადა, მწარმოებლის მიერ დადგენილი წესების თანახმად, განისაზღვრება შესაკეთებელი მოწყობილობის სერვისცენტრში წარდგენიდან 7 სამუშაო დღით.

საგარანტიო მომსახურების მისაღებად ნივთის მფლობელმა მოწყობილობის დაზიანების შემთხვევაში სერვისცენტრში უნდა წარმოადგინოს საგარანტიო დოკუმენტი. საგარანტიო დოკუმენტად ასევე ავტომატურად ითვლება კომპანიაზე გაწერილი საბუთი ს/ზ და ა/ფ იურიდიული პირების შემთხვევაში

საგარანტიო მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელია დაცული იქნას მწარმოებლის მიერ შემუშავებული ექსპლუტაციის წესები თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად;

საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება/ უქმდება თუ :

გასულია საგარანტიო ვადა;

არ არის წარმოდგენილი საგარანტიო ტალონი;

საგარანტიო ტალონში მონაცემები შეცვლილი, წაშლილი ან გადაკეთებულია;

საგარანტიო ტალონში ან მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერიული ნომერი/ იმეი კოდი;

მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დეფექტი;

მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შეუსაბამო მიზნ(ებ)ით;

დაზიანებულია ან ამძვრალია ლპომბი ან ლუქი;

დაზიანება გამოწვეულია  ვირუსის ან შეუსაბამო ფაილ(ები)ის მიერ;

დაზიანება გამოწვეულია ელ.ქსელის გაუმართაობის ( ძაბვის ცვლილება), მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატრურის ზემოქმედებით, ექპლუტაციის, შენახვის წესების და პირობების დარღვევით, არაკომპეტენტური პირების მიერ ჩატარებული არაკვალიფიციური სარემონტო/ სამონტაჟო სამუშაოების შედეგად;

გარანტია არ ვრცელდება სისტემური ბლოკის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, სისტემური ბლოკის კვების ბლოკზე, ელემენტზე, მეხსიერების ჩიპზე, სადენებზე, გადამყვანებზე, სამუხტ მოწყობილებებსა თ სხვა აქსესუარებზე;

სამონტაჟო ან სარემონტო სამუშაოები არ არის ჩატარებული სპეციალლისტის მიერ და დაზიანება გამოწვეულია არაკვალიფიციურად შესრულებული სამუშაოს შედეგად;

პროდუქტი დაზიანდა კომერციული დანიშნულების გამოყენებისათვის გარდა იმ პროდუქტისა, რომელიც თავიდანვე გათვლილია მწარმოებლის მიერ კომერციული დანიშნულებისთვის;

გისურვებთ უსაფრთხო გარემოს!