ამ მიმართულებაში ყველაზე პოპულარულია დაშვებისა და აღრიცხვის სისტემა, რომლის საშუალებითაც შეძლებთ სამუშაო დროის დანაკარგი შეამციროთ მინიმუმადე. სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემით თქვენ შეგიძლიათ: 

განსაზღვროთ თითოეული თანამშრომლის ჯამური სამუშაო დრო; 
მიაწოდოთ ხელმძღვანელობას ოპერატიული ინფორმაცია გამცდენი თანამშრომლის შესახებ; 
შვებულებების და ავადმყოფობის აღრიცხვა

მიმართულებაზე მოთხოვნის ზრდას ხელს უწყობს სამთავრობო რეგულაციები, რომელიც ავალდებულებს გარკვეულ დაწესებულებებს, განახორციელოს თანამშრომელთა დაშვების/დასწრების აღრიცხვა და მოახდინოს მონაცემების შენახვა ერთი წლის პერიოდით. 

დაცვითი სისტემების გასაუმჯობესებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა დაშვების სისტემის მოწყობა თქვენს ობიექტზე, რათა არ მოხდეს არასანქცირებული ვიზიტორების დაშვება თქვენს ტერიტორიაზე. ასეთი ტიპის მოწყობილობები ხელს უშლის არასასურველი სტუმრების შემოჭრას, და უფრო მეტად კომფორტულს ხდის მფლობელისა ან სხვა უფლებამოსილი პირების თავისუფალ გადაადგილებას. ასეთი ტიპის სისტემები ხშირ შემთხვევაში გამოიყენება ოფისებში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ძვირადღირებულ მატერიალურ ან სხვა ტიპის საკუთრებასთან. დაშვების სისტემები უზრუნველყოფენ თქვენი თანამშრომლების აღრიცხვის და დასწრების მენეჯმენტს. ინოტექი გთავაზობთ ფართო არჩევანს დაშვების სისტემების სერვისზე, რომლებიც გახლავთ: გასასვლელი ღილაკების დამონტაჟება, ბარათების წამკითხველების დამზადება, კარების ელექტრო საკეტების სხვადასხვა ობიექტებზე მათ შორის სასტუმროებში დაყენებას, კარების შვეიცარს და კარადის საკეტების შემნახველებს. დაშვების სისტემებისთვის შესაძლებელია დაყენდეს როგორც ბიომეტრიული ბარათები, ასევე სტანდარტული მაგნიტური ბარათები ან თუნდაც თითის ანაბეჭდის მიხედვით მოხდეს ობიექტზე შესვლა.

დაშვების სისტემა

კონტროლერი ბარათის წამკითხველი DS-K1T805EBFWX

მარაგშია

468,00 
კოდი: 16921

კონტროლერი ბარათის წამკითხველი DS-K1T805EBFWX

DS-K1T805EBFWX არის მძლავრი და მაღალტექნოლოგიური დაშვების კონტროლის ტერმინალი, რომელიც აღჭურვილია RFID ბარათების წამკითხველით, სახის ამოცნობითა და პაროლით იდენტიფიკაციის მხარდაჭერით.
მოწყობილობა უსაფრთხო, სწრაფ და კონტაქტურობისგან დაცულ წვდომის კონტროლს უზრუნველყოფს, რაც იდეალურია ოფისებისთვის, საწარმოებისთვის, საცხოვრებელი კომპლექსებისა და კომერციული ობიექტებისთვის.


📌 გამოყენების სფეროები

ბიზნეს ოფისები და კორპორაციები – პერსონალის წვდომის მართვა და სამუშაო დროის აღრიცხვა.
სამრეწველო ობიექტები – უნებართვო წვდომის პრევენცია და უსაფრთხოების გაძლიერება.
სასწავლო დაწესებულებები – სტუდენტებისა და თანამშრომლების წვდომის მართვა.
სამედიცინო დაწესებულებები – კონტაქტის გარეშე წვდომის სისტემა ჰიგიენური ნორმებისთვის.
საცხოვრებელი კომპლექსები და სასტუმროები – წვდომის ავტომატიზაცია და დაცვის გაძლიერება.
სავაჭრო ცენტრები, ბანკები და სახელმწიფო უწყებები – პერსონალისა და ვიზიტორების უსაფრთხო წვდომის კონტროლი.