ამ მიმართულებაში ყველაზე პოპულარულია დაშვებისა და აღრიცხვის სისტემა, რომლის საშუალებითაც შეძლებთ სამუშაო დროის დანაკარგი შეამციროთ მინიმუმადე. სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემით თქვენ შეგიძლიათ: 

განსაზღვროთ თითოეული თანამშრომლის ჯამური სამუშაო დრო; 
მიაწოდოთ ხელმძღვანელობას ოპერატიული ინფორმაცია გამცდენი თანამშრომლის შესახებ; 
შვებულებების და ავადმყოფობის აღრიცხვა

მიმართულებაზე მოთხოვნის ზრდას ხელს უწყობს სამთავრობო რეგულაციები, რომელიც ავალდებულებს გარკვეულ დაწესებულებებს, განახორციელოს თანამშრომელთა დაშვების/დასწრების აღრიცხვა და მოახდინოს მონაცემების შენახვა ერთი წლის პერიოდით. 

დაცვითი სისტემების გასაუმჯობესებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა დაშვების სისტემის მოწყობა თქვენს ობიექტზე, რათა არ მოხდეს არასანქცირებული ვიზიტორების დაშვება თქვენს ტერიტორიაზე. ასეთი ტიპის მოწყობილობები ხელს უშლის არასასურველი სტუმრების შემოჭრას, და უფრო მეტად კომფორტულს ხდის მფლობელისა ან სხვა უფლებამოსილი პირების თავისუფალ გადაადგილებას. ასეთი ტიპის სისტემები ხშირ შემთხვევაში გამოიყენება ოფისებში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ძვირადღირებულ მატერიალურ ან სხვა ტიპის საკუთრებასთან. დაშვების სისტემები უზრუნველყოფენ თქვენი თანამშრომლების აღრიცხვის და დასწრების მენეჯმენტს. ინოტექი გთავაზობთ ფართო არჩევანს დაშვების სისტემების სერვისზე, რომლებიც გახლავთ: გასასვლელი ღილაკების დამონტაჟება, ბარათების წამკითხველების დამზადება, კარების ელექტრო საკეტების სხვადასხვა ობიექტებზე მათ შორის სასტუმროებში დაყენებას, კარების შვეიცარს და კარადის საკეტების შემნახველებს. დაშვების სისტემებისთვის შესაძლებელია დაყენდეს როგორც ბიომეტრიული ბარათები, ასევე სტანდარტული მაგნიტური ბარათები ან თუნდაც თითის ანაბეჭდის მიხედვით მოხდეს ობიექტზე შესვლა.

დაშვების სისტემა

დაშვების კონტროლის ტერმინალი K1T805MX

მარაგშია

450,00 
კოდი: K1T805MX
  • დაშვების კონტროლის ტერმინალი K1T805MX

    K1T805MX არის მაღალი სიზუსტით მომუშავე დაშვების კონტროლის ტერმინალი, რომელიც განკუთვნილია წვდომის მართვისა და სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემებისთვის.
    მოწყობილობა უზრუნველყოფს უსაფრთხო და სწრაფ ავტორიზაციას RFID ბარათების ან პაროლის გამოყენებით, რაც მარტივ და ეფექტურ წვდომის კონტროლს უზრუნველყოფს.


    📌 გამოყენების სფეროები

    ბიზნეს და ოფისები – პერსონალის წვდომის მართვა და დასწრების აღრიცხვა.
    საწარმოები და ქარხნები – უნებართვო წვდომის პრევენცია და უსაფრთხოების კონტროლი.
    სასწავლო დაწესებულებები – სტუდენტებისა და თანამშრომლების ავტორიზაციის მართვა.
    სამედიცინო დაწესებულებები – პერსონალისა და ვიზიტორების წვდომის კონტროლი.
    საცხოვრებელი კომპლექსები და სასტუმროები – წვდომის მართვა უსაფრთხოების გაზრდის მიზნით.
    სავაჭრო ცენტრები და ბანკები – დაცული და ავტომატიზებული წვდომის სისტემა.