დაწესებულებების გარე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები
დაწესებულებების გარე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები
საქართველოს მთავრობის დადგენილება N101 <<< ბმული დოკუმენტზე
რას გულისხმობს გარე ვიდეო სამეთვალყურეო სისტემა:
პირველ რიგში იგულისხმება ის, რომ მოთხოვნა ვრცელდება გარე პერიმეტრზე. ქუჩაზე და ობიექტის შესასვლელებზე.
ამონარიდი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – 112 ხშირად დასმული კითხვების სტატიიდან:
„შენობა-ნაგებობის მთავარ შესასვლელთან, გარე პერიმეტრზე უნდა დამონტაჟდეს არანაკლებ 2 (ორი) ვიდეოკამერა, თუ შენობა-ნაგებობას აქვს სათადარიგო შესასვლელი, სავალდებულოა 1 (ერთი) ვიდეო კამერის დამონტაჟება თითოეულ სათადარიგო შესასვლელთან.“
ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის გავრცელების არეალი (სხვა სიტყვებით, ვის ეხება რეგულაცია):
ნებართვას, რეგისტრაციას, ავტორიზაციას დაქვემდებარებული, ასევე ექსპლოატაციაში მიღებისთვის ვარგისად აღიარებული ობიექტები | ობიექტები, რომელთა დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვა წინა წლის განმავლობაში აღემატება 500 000 ₾ | მომეტებული რისკის შემცველი ობიექტები, წლიური ბრუნვის მიუხედავად | |
1 | აფთიაქი/ავტორიზებული აფთიაქი | საბითუმო ვაჭრობა (46) | სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება |
2 | ვალუტის გადამცვლელი პუნქტი | საცალო ვაჭრობა (47) | სიგარაბარი |
3 | ავტოგასამართი სადგური და კომპლექსი | განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, მათ შორის სასტუმროები და მოტელები (55) | ბაზარი/ბაზრობა |
4 | აზარტული და მომგებიანი თამაშობების ადგილები | საკვებით და სასმელით მომსახურება (56) | სავაჭრო ცენტრი |
5 | მიკროსაფინანსო ორგანიზაცია | ||
6 | სკოლა/უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი | ||
7 | სესხის გამცემი სუბიექტი |
როგორია ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის პარამეტრები? შეუძლია თუ არა ობიექტს არჩევანი გააკეთოს ანალოგურ და ქსელურ IP კამერას შორის?
შენობა-ნაგებობის მიერ ანალოგური კამერის დამონტაჟება არ ჩაითვლება დადგენილებით გათვალისწინებული ტექნიკური მახასიათებლების მოთხოვნების შესრულებად.
ობიექტის მიერ დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურების სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პარამეტრებს:
- ვიდეოკამერა: ქსელური (IP);
- კამერის გარჩევადობა: არანაკლებ 3 მეგაპიქსელი
- მგრძნობელობა: 0 ლუქსი აქტიური განათების შემთხვევაში (0.1 აქტიური განათების გარეშე);
- დაფარვის ზონა: შესაძლებელი უნდა იყოს შენობა-ნაგებობის მთავარი და სათადარიგო შესასვლელების 20-მეტრიანი რადიუსის ფართობის ვიზუალურად დანახვა;
- ჩანაწერის გარჩევადობა: არანაკლებ 3 მეგაპიქსელი, არანაკლებ 5 კადრი წამში. დღე-ღამის რეჟიმში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ადამიანის (ობიექტის), (ავტოგასამართი სადგურისა და კომპლექსის შემთხვევაში ავტომანქანის სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ზუსტი იდენტიფიკაციის საშუალებას;
- სერტიფიკატი: აპარატურას უნდა გააჩნდეს ISO სერტიფიკატი.
არსებობს თუ არა გამონაკლისი შენობა–ნაგებობის მთავარ შესასვლელზე 2 კამერის დამონტაჟებასთან დაკავშირებით?
თუ შენობა-ნაგებობის ადგილმდებარეობის ან სხვა ობიექტური ფაქტორის გამო მთავარ შესასვლელთან ორი ვიდეოკამერის დამონტაჟება შეუძლებელია, „112“ უფლებამოსილია დაუშვას გამონაკლისი კონკრეტული ობიექტისთვის და უფლება მისცეს განათავსოს მხოლოდ ერთი ვიდეოკამერა. აღნიშნულზე შედგება ოქმი.
რომელ ობიექტებს ევალებათ დამონტაჟების აქტის მიღება?
დამონტაჟების აქტის მიღება სავალდებულოა მხოლოდ შემდეგი ობიექტებისთვის:
- აფთიაქი
- ავტორიზებული აფთიაქი
- სესხის გამცემი სუბიექტი
- მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
- ვალუტის გადამცვლელი პუნქტი
- აზარტული და მომგებიანი თამაშობების ადგილები
- სკოლა/უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი
- ავტოგასამართი სადგურები და კომპლექსები
ვის უნდა მიმართოს ობიექტმა დამონტაჟების აქტის მისაღებად?
დამონტაჟების აქტს გასცემს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“.
რა ვადით ინახება ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია?
ობიექტის მესაკუთრე ვალდებულია ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუდმივად და უწყვეტად და ჩანაწერები შეინახოს არანაკლებად 30 დღისა და არაუმეტეს 6 თვისა.
აღნიშნული წესების დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და იწვევს პირველ ეტაპზე პირის გაფრთხილებას. გაფრთხილების მიღებიდან ხარვეზის 30 დღის ვადაში აღმოუფხვრელობა/გამოუსწორებლობა იწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.
მიღებული რეგულაციის მოკლე შინაარსი
ორი სიტყვით, რეგულაცია გულისხმობს, რომ ობიექტები, რომელთაც მოეთხოვებათ გარე ვიდეო სათვალთვალო სისტემის დანერგვა, უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:
- კამერები უნდა იყოს ქსელური ტიპის (IP), გარჩევადობით არა ნაკლებ 3 მეგა პიქსელისა.
- ვიდეო არქივის უწყვეტი ჩანაწერის ხანგრძლივობა, უნდა განხორციელდეს არა ნაკლებ 30 დღისა
- სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული წყვეტების შესახებ, დაუყოვნებლივ (წერილობით) უნდა ეცნობოს 112-ს.
როგორ შევასრულოთ რეგულიაციით მოთხოვნილი დადგენილება, რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესის მმართველმა (გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა), როგორ შეარჩიოს ინტეგრატორი და სწორი სისტემა
საჭირო ტექნიკა:
პირველ ყოვლისა, ყურადღება უნდა მიექცეს ხარისხს. ბრენდს, რომელსაც აქვს ნდობა და ავტორიტეტი მსოფლიოში. საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში, წარმოდგენილია არა ერთი აღმოსავლური (ძირითადად ჩინური, იაპონური, კორეული) და დასავლური წარმოების ბრენდები. როგორც წესი, მწარმოებლები კამერებს, ქმნიან სხვადასხვა ბიზნეს დანიშნულებით და მათ ჰყოფენ ე.წ. სერიებად. შესაბამისად განისაზღვრება მათი ფასი. დაბალ ბიუჯეტიან, შედარებით დაბალ ფასიან სერიას, უფრო მაღალი ფასის სერიისგან, განსხვავებს ტექნიკური შემადგენელი, შესაბამისად ვიდეო-აუდიო ინფორმაციის გადამუშავების რესურსი და უკვე ამ უკანასკნელთან შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა. სწორად რომ შეირჩეს ტექნიკა, რომელიც უპასუხებს რეგულაციით ნაკისრი ვალდებულებას, ამისთვის აუცილებელია სწორად შეირჩეს ვიდეო სათვალთვალო სისტემების ინტეგრატორი კოპმანია.
ინტეტრატორი (მონტაჟის განმხორციელებელი) კომპანია:
როდესაც ბიზნესს ექმნება მოცემულობა, რომ მის ობიექტებზე უნდა დანერგოს ვიდეო სათვალთვალო სისტემება, ის იწყებს პროდუქციისა და სერვისის მომწოდებელი კომპანიის ძიებას. ზოგადად, ცხადია შესაძლებელია, რომ როდესაც კომპანიას უდგება ასეთი ამოცანის გადაჭრა, შესაძლებელია პროდუქცია შეიძინოს ერთ კომპანიაში და სერვისის განხორციელება მიანდოს ფიზ. პირს, ინდ. მეწარმეს, ან სერვისის ინტეგრატორ კომპანიას, მაგრამ ეს მიდგომა შესაძლებელია გამართლებულ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ბიზნეს ამოცანები მარტივია და ის არ გულისხმობს რეგულატორის მიერ დადგენილი ნორმების შესაბამისი სისტემის ინტეგრაციას. ასეთ შემთხვევაში, ყველაზე სწორი მიდგომა იქნება, შეირჩეს ისეთი მომწოდებელი და ამასთანავე ინტეგრატორი, რომელსაც:
- რომელსაც პროდუქციის ასორტიმენტში, გააჩნია მაღალი სანდოობისა და ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები მქონე აპარატურა.
- აქვს გამოცდილება ამ ტიპის პროექტების დანერგვასა და მარეგულირებელთან ობიექტის ჩაბარების და საჭიროების შემთხვევაში შეუძლია წარმოადგინოს შესრულებელი პროექტების პორტფოლიო.
- იღებს ვალდებულებას, რომ ობიექტს ჩააბარებს მარეგულირებელს. დაგეხმარებათ ყველა საჭირო დოკუმენტის შეგროვებაში (ტექნიკური დოკუმენტაციის მოწოდება მათ უნდა უზრუნველყონ) და პორტალზე სწორად ატვირთვაში.
- იღებს ვალდებულებას, რომ ობიექტზე რეგულატორის განმეორებითი ვიზიტის აუცილებლობის დადგომის შემთხვევაში, თავად აიღებენ განმეორებითი ვიზიტის საფასურის გადახდას. ოდნავ დეტალურად: ობიექტის დარეგისტრირება და ექსპერტების ადგილზე მივლინების სერვისი, უწინ გახლდათ უფასო. განახლებული რეგულაციის მიხედვით, სერვისის საფასური განისაზღვრა 100 ლარით, შესაბამისად, განმეორებითი ვიზიტის მომსახურებაც შეადგენს 100 ლარს.
ამ ბიზნეს გარიგების მოდელი არ არის რაიმე დადგენილი წესი, ეს არის ჩვენი რეკომენდაცია.
ორიოდ სიტყვით, სტატიის ავტორებზე
ჩვენ გახლავართ შპს „ინოტექი“ – უსაფრთხოების სისტემების იმპორტიორი და ინტეგრატორი კომპანია. უსაფრთხოების ბიზნესში, მოვედით 2016 წელს და მოვედით ინფორმაციული ტექნოლოგიების კარიერიდან. ჩვენი სურვილი იყო და არის, შევქმნათ და გავზარდოთ კომპანია, რომელიც დაფუძნებულია და შენდება ადამიანურ ღირებულებებზე, შესაბამისად, ჩვენთვის უპირველესია ურთიერთობები, ამ კუთხით კი მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყოთ კომფორტულები ნებისმიერ დამკვეთთან და ჩვენი რეპუტაცია, სახელი, იმიჯი. ჩვენი სლოგანია – „კარგი სერვისი, საუკეთესო მარკეტინგია“. ჩვენ კარგა გვესმის, რომ ჩვენი ზომის, ანუ პატარა ქვეყანაში, რაზეც დგას ნებისმიერი დარგი – ურთიერთობებია. ჩვენი მუდმივი მცდელობაა, ვიყოთ ჩვენს დამკვეთებთან, პარტნიორებთან და კონკურენტებთან, მეგობრულ ურთიერთობაში.
ჩვენ ვოპერირებთ უსაფრთხოების სისტემების მრავალ მიმართულებაში, რომელზე საუბრით აქ თავს არ შეგაწყენთ, რადგან სასაუბრო თემას ცდება და მოგახსენებთ მხოლოდ ვიდეო სათვალთვალო სისტემების მიმართლებაზე.
ამ და სხვა მიმართულებაში, ჩვენ მჭიდრო ურთიერთობაში ვართ, როგორც ოფიციალური დილერი DAHUA TECHNOLOGY-სთან და მის ერთ-ერთ დისტრიბუტორთან IT Distribution.
ჩვენი ერთობლივი და მჭირდო კოლაბორაციის შედეგად, რაც თავის თავში გულისხმობს უამრავ ტრენინგს, გამოფენებში მონაწილეობას, რთული და მაშტაბური პროექტების განხორციელებას, მარკეტინგულ ძალისხმევას და სხვა, გთავაზობთ პროდუქციისა და სერვისის ხარისხის გარანტიას და ნებისმიერი სირთულისა და მასშტაბის პროექტის დროულ, ხარისხიან შესრულებას, თანმხლები მხარდაჭერით. ჩვენ მიყვებით ბიზნესს, მუდმივად ვეძებთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და ვთავაზობთ ნებისმიერ სფეროს.
გისურვებთ უსაფრთხო გარემოს!!