Teletek
Natron Gateway WE-A მისამართული უსადენო მიმღები
In stock
Natron Gateway WE-A მისამართული უსადენო მიმღები, რომელიც თავსებადია iRIS8 და iRIS4 მისამართული პანელებთან. მოდული იკვებება უშუალოდ მარყუჟის ხაზით და მისი კონტროლი შესაძლებელია საკომუნიკაციო პროტოკოლით.
iRIS8 და iRIS4 მართვის პანელის სისტემაში შესაძლებელია 5-მდე Natron WE-A უსადენო მიმღები მოდულის დაკავშირება, თითო მოდულზე შსაძლებელია 32-მდე Natron სერიის უკაბელო მოწყობილობის დარეგისტრირება, რაც შეადგენს 160 უკაბელო მოწყობილობას ერთ სისტემაში.
მახასიათებლები:
– სერთიფიცირებულია EN 54-18; EN 54-17; EN 54-25 სტანდატით
– ინტეგრირებული იზოლატორი
– 5-მდე უსადენო მიმღები მოდულის დაკავშირება ერთ სისტემაში
– ერთ მიმღებ მოდულზე 32-მდე Natron სერიის უსადენო მოწყობილობის დაკავშირება
– 160 უსადენო მოწყობილობა თითო სისტემაში
– დიპოლური ანტენა, SMA კონექტორის ტიპი
– LCD დისპლეი, წერტილოვანი მატრიცა 16×2
პროდუქტი წარმატებით დაემატა გაანგარიშების სიაში!
Natron Gateway WE-C არამისამართული უსადენო მიმღები
In stock
Natron Gateway WE-C არამისამართული უსადენო მიმღები, რომელიც თავსებადია MAG სერიის პანელებთან. მოდული იკვებება გარე კვების წყაროდან სარეზერვო ბატარეით. მოდული აღჭურვილია სპეციალური შემშვებით, ძირითადი და სარეზერვო კვების წყაროების მონიტორინგისთვის.
ერთი მართვის პანელის სისტემაში შესაძლებელია 5-მდე Natron WE- C უსადენო მიმღები მოდულის დაკავშირება, თითო მოდულზე შსაძლებელია 32-მდე Natron სერიის უკაბელო მოწყობილობის დარეგისტრირება, რაც შეადგენს 160 უკაბელო მოწყობილობას ერთ სისტემაში.
მახასიათებლები:
– სერტიფიცირებულია EN 54-18; EN 54-25 სტანდატით
– 5-მდე უსადენო მიმღები მოდულის დაკავშირება ერთ სისტემაში
– ერთ მიმღებ მოდულზე 32-მდე Natron სერიის უსადენო მოწყობილობის დაკავშირება
– 160 უსადენო მოწყობილობა თითო სისტემაში
– დიპოლური ანტენა, SMA კონექტორის ტიპი
– LCD დისპლეი, წერტილოვანი მატრიცა 16×2
პროდუქტი წარმატებით დაემატა გაანგარიშების სიაში!
Natron SD უსადენო კვამლის დეტექტორი
In stock
Natron SD კვამლის უსადენო დეტექტორი, რომელიც თავსებადია Natron WE-A და Natron WE-C უსადენო მიმღებ მოდულებთან. Natron SD-ს სიგნალის დაფარვა აღწევს 1500-მდე (ღია ზონაში), ორმხრივი უსადენო საკომუნიკაციო პროტოკოლის Beacon+-ის მეშვეობით. პროტოკოლის ეფექტურობა ასევე ხელს უწყობს ელემენტის რესურსის ხანგრძლივობას 10 წლამდე (დამოკიდებულია გააქტიურების ინტენსივობაზე), 3 x CR123A 3V ტიპის ელემენტებით. Natron SD ასევე აღჭურვილია შიდა ზუმერით, რომელიც გამოიყენება ადგილობრივი ხმოვანი სიგნალისთვის დეტექტორის გააქტიურების შემთხვევაში.
მახასიათებლები:
– სერთიფიცირებულია EN 54-7 და EN 54-25 სტანდარტით
– ორმხრივი უსადენო საკომუნიკაციო პროტოკოლი Beacon+
– LED ინდიკატორი 360° ხილვადობისთვის
– ინტეგრირებული 80db ზუმერი
– ჩამრთველი
– მგრძნობელობის რეგულირება
– სიგნალის დაფარვის ტესტი
– დაცულობა IP30
– დაფარვის დიაპაზონი 1500 მ ღია სივრცეში
– ელემენტის რესურსის ხანგრძლივობა 10 წელი
პროდუქტი წარმატებით დაემატა გაანგარიშების სიაში!
Natron MD უსადენო კომბინირებული დეტექტორი
In stock
Natron MDუსადენო კომბინირებული დეტექტორი, რომელიც თავსებადია Natron WE-A და Natron WE-C უსადენო მიმღებ მოდულებთან. Natron MD აერთიანებს ოპტიკურ კვამლის და თბურ აღმომჩენ ნაწილებს. Natron MD -ის სიგნალის დაფარვა აღწევს 1500-მდე (ღია ზონაში), ორმხრივი უსადენო საკომუნიკაციო პროტოკოლის Beacon+-ის მეშვეობით. პროტოკოლის ეფექტურობა ასევე ხელს უწყობს ელემენტის რესურსის ხანგრძლივობას 10 წლამდე (დამოკიდებულია გააქტიურების ინტენსივობაზე), 3 x CR123A 3V ტიპის ელემენტებით. Natron MD ასევე აღჭურვილია შიდა ზუმერით, რომელიც გამოიყენება ადგილობრივი ხმოვანი სიგნალისთვის დეტექტორის გააქტიურების შემთხვევაში.
მახასიათებლები:
– სერთიფიცირებულია EN 54-5; EN54-7 და EN 54-25 სტანდარტით
– კომბინირებული – კვამლის და სითბოს დეტექტორი
– ორმხრივი უსადენო საკომუნიკაციო პროტოკოლი Beacon+
– LED ინდიკატორი 360° ხილვადობისთვის
– ინტეგრირებული 80db ზუმერი
– ჩამრთველი
– მგრძნობელობის რეგულირება
– სიგნალის დაფარვის ტესტი
– დაცულობა IP30
– დაფარვის დიაპაზონი 1500 მ ღია სივრცეში
– ელემენტის რესურსის ხანგრძლივობა 10 წელი
პროდუქტი წარმატებით დაემატა გაანგარიშების სიაში!
Natron TD უსადენო ტემპერატურის დეტექტორი
In stock
Natron TD ტემპერატურის უსადენო დეტექტორი, რომელიც თავსებადია Natron WE-A და Natron WE-C უსადენო მიმღებ მოდულებთან. Natron TD იყენებს სითბოს გამოვლენის ორ მეთოდს – ფიქსირებული ტემპერატურისა და ტემპერატურისა აწევის სიჩქარის ტიპებს. Natron TD-ის სიგნალის დაფარვა აღწევს 1500-მდე (ღია ზონაში), ორმხრივი უსადენო საკომუნიკაციო პროტოკოლის Beacon+-ის მეშვეობით. პროტოკოლის ეფექტურობა ასევე ხელს უწყობს ელემენტის რესურსის ხანგრძლივობას 10 წლამდე (დამოკიდებულია გააქტიურების ინტენსივობაზე), 2 x CR123A 3V ტიპის ელემენტებით. Natron SD ასევე აღჭურვილია შიდა ზუმერით, რომელიც გამოიყენება ადგილობრივი ხმოვანი სიგნალისთვის დეტექტორის გააქტიურების შემთხვევაში.
მახასიათებლები:
– სერთიფიცირებულია EN 54-5 და EN 54-25 სტანდარტით
– ორმხრივი უსადენო საკომუნიკაციო პროტოკოლი Beacon+
– სითბოს გამოვლენის ტიპი – ფიქსირებული ან აწევის სიჩქარე
– თერმული კლასი – A1R, A2S და BS
– LED ინდიკატორი 360° ხილვადობისთვის
– ინტეგრირებული 80db ზუმერი
– ჩამრთველი
– მგრძნობელობის რეგულირება
– სიგნალის დაფარვის ტესტი
– დაცულობა IP30
– დაფარვის დიაპაზონი 1500 მ ღია სივრცეში
– ელემენტის რესურსის ხანგრძლივობა 10 წელი
პროდუქტი წარმატებით დაემატა გაანგარიშების სიაში!
Natron MCP უსადენო საგანგაშო ღილაკი
In stock
Natron MCP უსადენო საგანგაშო ღილაკი, რომელიც თავსებადია Natron WE-A და Natron WE-C უსადენო მიმღებ მოდულებთან. Natron MCP-ის სიგნალის დაფარვა აღწევს 1500-მდე (ღია ზონაში), ორმხრივი უსადენო საკომუნიკაციო პროტოკოლის Beacon+-ის მეშვეობით. პროტოკოლის ეფექტურობა ასევე ხელს უწყობს ელემენტის რესურსის ხანგრძლივობას 10 წლამდე (დამოკიდებულია გააქტიურების ინტენსივობაზე), 1 x CR123A 3V ტიპის ელემენტებით.
მახასიათებლები:
– სერთიფიცირებულია EN 54-11 და EN 54-25 სტანდარტით
– სამუშაო ელემენტის ტიპი A, შეცვლადი
– ჩამრთველი
– დაცულობა IP40
– დაფარვის დიაპაზონი – 1500 მ ღია სივრცეში
– სიგნალის დაფარვის ტესტი
– ელემენტის რესურსის ხანგრძლივობა – 10 წლამდე
პროდუქტი წარმატებით დაემატა გაანგარიშების სიაში!
Natron WSS უსადენო სტრობ-სირენა
In stock
Natron WSS უსადენო სტრობ-სირენა, რომელიც თავსებადია Natron WE-A და Natron WE-C უსადენო მიმღებ მოდულებთან. Natron WSS გააჩნია 32 სახის ტონალობა და ხმის ორი დონე – მაღალი და დაბალი, რომლის შერჩევა შესაძლებელია iRIS პანელებიდან. Natron WSS-ის სიგნალის დაფარვა აღწევს 1500 მეტრამდე (ღია სივრცეში), ორმხრივი უსადენო საკომუნიკაციო პროტოკოლის Beacon+-ის მეშვეობით. პროტოკოლის ეფექტურობა ასევე ხელს უწყობს ელემენტის რესურსის ხანგრძლივობას 8 წლამდე (დამოკიდებულია გააქტიურების ინტენსივობაზე), 4 x CR123A 3V ტიპის ელემენტებით.
მახასიათებლები:
– სერთიფიცირებული EN 54-3; EN 54-23; EN 54-25 სტანდარტით
– ორმხრივი უსადენო საკომუნიკაციო პროტოკოლი Beacon+
– ხმის არჩევის დონე – LOW (80-86dB)* და HIGH (92-97dB)
– 32 ხმის ტიპის შერჩევა შესაძლებელია პანელიდან
– პიეზო ხმა და თეთრი ციმციმი
– ჩამრთველი
– სიგნალის დაფარვის ტესტი
– დაულობა IP31
– დაფარვის დიაპაზონი 1500 მ ღია სივრცეში
– ელემენტის რესურსის ხანგრძლივობა 8 წელი
პროდუქტი წარმატებით დაემატა გაანგარიშების სიაში!
SensoIRIS MiniOut მისამართული მართვის მოდული, 1-outputs
In stock
პროდუქტი წარმატებით დაემატა გაანგარიშების სიაში!
TTE GPRS Simple VG გადამცემი Eclipse პანელებისთვის
In stock
TTE GPRS Simple VG გადამცემი Eclipse პანელებისთვის, მოდული გამოიყენება დაცვის სამსახურისა და საბოლოო მომხმარებლისთვის განგაშის შეტყობინებების გასაგზავნად.
განგაშის შემთვევაში მოდული, მომხმარებელს გაუგზავნის SMS და ზარს.
TTE GPRS Simple VG მოდულის მეშვეობით შესაძლებელია ასევე Eclipse სერიის საკონტროლო პანელების დისტანციური მართვა და პროგრამირება.
მახასიათებლები:
– 2 GB მიკრო SD ბარათი ხმოვანი შეტყობინებებისთვის
– SMS შეტყობინებების გაგზავნა მოვლენების შესახებ
– LED ინდიკატორი ქსელის სტატუსის საჩვენებლად
– დისტანციური წვდომა AJAX WEB და MobileTTE (iOS/Android) აპლიკაციებით
– კავშირი AJAX SP სერვერთან
– მთავარი IP და სარეზერვო IP, AJAX SP PRO-სთან კომუნიკაციისთვის
– Micro USB პორტი მოდულის კონფიგურაციისთვის ProsTE-ეს საშუალებით
– სერიული კომუნიკაცია Eclipse სერიის მართვის პანელებთან
პროდუქტი წარმატებით დაემატა გაანგარიშების სიაში!
SensoIRIS MINP მისამართული წრედის გამაფართ-ლი, 1 NO შესასვლელი
In stock
MINP არის მისამართადი მოდული ერთი შესასვლელით. მოდულის მთავარი დანიშნულებაა გარე მოწყობილობების (მაგალითად: გაზის დეტექტორები, პანიკის ღილაკები, გარე გადამრთველები) დაკავშირება და მათი სტატუსის გადაცემა მართვის პანელზე. ეს მოწყობილობა თავსებადია მხოლოდ იმ ხანძრის მართვის პანელებთან, რომლებიც მხარს უჭერენ TTE კომუნიკაციის პროტოკოლს (IRIS8, IRIS4, SIMPO). მოდულის მცირე ზომა იძლევა საშუალებას, ის ჩაშენდეს პირდაპირ სხვა მოწყობილობის სამონტაჟო კოლოფში (მხოლოდ პლატა) ან დამონტაჟდეს კედელზე სპეციალური პლასტმასის ყუთით.
მოდული მუშაობს Latch (ჩამკეტ) რეჟიმში, რაც ნიშნავს, რომ გააქტიურების შემდეგ ის ინარჩუნებს განგაშის მდგომარეობას მანამ, სანამ პანელიდან არ მიიღებს განულების (Reset) ბრძანებას.
მახასიათებლები:
– მოდულის დაპროგრამება შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულებით, როგორიცაა ხანძრის (FIRE), გაზის გაჟონვის (GAS), პანიკის (PANIC) ან უბრალოდ შემავალი სიგნალის (INPUT) რეჟიმები.
– მოდული მუდმივად აკონტროლებს შემავალ სიგნალს და გადასცემს ინფორმაციას (ჩართულია/გამორთულია) მართვის პანელს.
– გააქტიურების შემდეგ მოდული ინარჩუნებს განგაშის მდგომარეობას მანამ, სანამ პანელიდან არ მიიღებს განულების (Reset) ბრძანებას.
– სრულად თავსებადია TTE კომუნიკაციის პროტოკოლის მხარდამჭერ მისამართად პანელებთან (IRIS8, IRIS4, SIMPO).
პროდუქტი წარმატებით დაემატა გაანგარიშების სიაში!
SensoIRIS CSST მისამართული ბაზა სირენით და სტრობით
In stock
SensoIRIS CSST არის ანალოგურ-მისამართებადი სირენა ჩაშენებული ვიზუალური ინდიკატორით (ციმციმა) და სამონტაჟო ბაზით, რომელიც განკუთვნილია ჭერზე მონტაჟისთვის. ეს მოწყობილობა შექმნილია Teletek SensoIRIS სერიის დეტექტორებისთვის (T10, S130, M140). მისი მთავარი უპირატესობა მონტაჟის სიმარტივე და ეკონომიურობაა: სირენა, ციმციმა და დეტექტორი ერთ წერტილში მონტაჟდება დამატებითი გაყვანილობის გარეშე. მოწყობილობა სრულად თავსებადია სტანდარტულ B124 და B124-HP ბაზებთან. სისტემა მხარს უჭერს 32 ტიპის ტონალობას და ხმის 2 დონეს, რომელთა რეგულირება შესაძლებელია მართვის პანელიდან.
მახასიათებლები:
– ერთი სმონტაჟო წერტილი დეტექტორის, სირენისა და ვიზუალური ინდიკატორისთვის, დამატებითი გაყვანილობის გარეშე
– ხმის ორი დონე – დაბალი: 81dB (A) ±3dB@3m; მაღალი: 88dB (A) ±3dB@3m
– პანელიდან არჩევითი 32 ტიპის ტონალობა
– 100-მდე სირენა მარყუჟზე (დაბალი ხმის დონეზე)
– ციმციმის სიხშირე – 1 Hz
– მარყუჟის სინქრონიზაცია ერთიანი და მკაფიო განგაშის სიგნალისთვის
– იკვებება მარყუჟიდან (Loop powered)
– დაცვის ხარისხი – IP21C, ტიპი A
– თავსებადია SensoIRIS სერიის დეტექტორებთან
– თავსებადია სტანდარტულ B124 და B124-HP ბაზებთან
– ოპციური თავსახური, როდესაც გამოიყენება მხოლოდ როგორც სირენა
პროდუქტი წარმატებით დაემატა გაანგარიშების სიაში!
DUCT დეტექტორის ყუთი ჰაერსატარისთვის
In stock
DUCT დეტექტორი არის სპეციალური ყუთი, რომელშიც თავსდება სტანდარტულ კვამლის დეტექტორი (კვამლის აღმოსაჩენად). ყუთი საშუალებას აძლევს საჰაერო მილსადენიდან გამომავალ ჰაერს გაიაროს მოწყობილობაში, ამავდროულად, აანალიზებს მას კვამლის ნაწილაკების არსებობაზე. DUCT დეტექტორის ყუთს აქვს 2 საჰაერო მილი (შემსვლელი ნაკადის მილი და გამოსასვლელი მილი), თითოეული მათგანი 27 სმ სიგრძისაა.
კორპუსი თავსებადია SensoIRIS B124 და SensoMAG B24 ბაზებთან, რომლებიც აკავშირებს შესაბამისად, SensoIRIS S130 და SensoMAG S30-ს.
მახასიათებლები:
– თავსებადია SensoIRIS B124 და SensoMAG B24 ბაზებთან
– ადვილად მისადგომი ყუთი
– გამჭვირვალე სახურავი, მოწყობილობის სტატუსის სანახავად
– მოყვება სამონტაჟო შუასადებები
პროდუქტი წარმატებით დაემატა გაანგარიშების სიაში!
Simpo X მისამართული სახანძრო პანელი, მაქს. 2 წრედზე, ქართ. მენიუთი
In stock
SIMPO X არის მისამართული სახანძრო სიგნალიზაციის პანელი, რომელიც შექმნილია მცირე და საშუალო ზომის ობიექტებისთვის, როგორიცაა ოფისები, სავაჭრო ცენტრები, სკოლები და სასტუმროები. პანელი სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს EN54-2 და EN54-4, რაც უზრუნველყოფს მის მაღალ საიმედოობასა და უსაფრთხოებას.
SIMPO X მოდელი გამოირჩევა მარტივი მონტაჟით, ინტუიციური მართვითა და პროგრამირების მოქნილი შესაძლებლობებით. მისი მოდულური სტრუქტურა საშუალებას იძლევა, სისტემა მარტივად მოერგოს ნებისმიერი პროექტის მოთხოვნებს. პანელს აქვს 1-დან 2-მდე წრედის (loop) მხარდაჭერა და თითოეულ წრედზე შესაძლებელია 250-მდე მისამართული მოწყობილობის (დეტექტორები, მოდულები, ამომცნობები) დაკავშირება.
SIMPO X აღჭურვილია LCD ეკრანითა და მრავალენოვანი მენიუთი, მათ შორის ქართული ენის მხარდაჭერით, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს მის გამოყენებასა და პროგრამირებას. პანელს აქვს ჩაშენებული LAN ინტერფეისი და RS485/RS232 პორტები, რაც უზრუნველყოფს მის მარტივ ინტეგრაციას ლოკალურ ქსელში და სხვა სისტემებთან დაკავშირებას. მოწყობილობა სრულად თავსებადია ღრუბლოვან სერვისებთან (Cloud ready), TeletekPRO მობილური აპლიკაციის დახმარებით კი შესაძლებელია სისტემის სტატუსის კონტროლი, შეტყობინებების მიღება და ძირითადი ფუნქციების მართვა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
მახასიათებლები:
– ქართულ ენაზე ადაპტირებული მენიუ
– მაღალი საიმედოობა: სერთიფიცირებულია EN54-2/4 სტანდარტების შესაბამისად.
– მარტივი მართვა: ქართულენოვანი მენიუ, მოსახერხებელი ინტერფეისი, LCD ეკრანი და ფუნქციური ღილაკები.
– ჩაშენებული LAN ინტერფეისი და RS485/RS232 პორტები.
– დისტანციური მართვა TeletekPRO აპლიკაციით.
– მოქნილი კონფიგურაცია: 2 წრედამდე გაფართების მხარდაჭერა, 1 წრედზე შესაძლებელია 250 მოწყობილობის მიერთება, ასევე შესაძლებელია 48 ზონად დაყოფა.
– დეტალური მონიტორინგი: 10,000-მდე მოვლენის შენახვის შესაძლებლობა.
– დღე/ღამის რეჟიმი: მუშაობის პარამეტრების ავტომატური ან ხელით ცვლილება.
ეს ფუნქციები SIMPO X-ს აქცევს არა მხოლოდ საიმედო, არამედ თანამედროვე და მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტულ სახანძრო უსაფრთხოების სისტემად.
პროდუქტი წარმატებით დაემატა გაანგარიშების სიაში!
SensoIRIS BM120 მისამართული სხივური დეტექტორი 120 მეტრზე
In stock
პროდუქტი წარმატებით დაემატა გაანგარიშების სიაში!
SensoIRIS GAS სამისამართო ბუნებრივი და თხევადი აირის დეტექტორი
In stock
პროდუქტი წარმატებით დაემატა გაანგარიშების სიაში!
TITAN Bracket დეტექტორის კრონშტეინი
In stock
3,00 ₾TITAN Bracket დეტექტორის კრონშტეინი, TITAN სერიის მოძრაობის დეტექტორებისთვის, კედელზე ან ჭერზე სამონტაჟოდ.
პროდუქტი წარმატებით დაემატა გაანგარიშების სიაში!
კვამლის დეტექტორი SensoMAG S30
In stock
28,00 ₾პროდუქტი წარმატებით დაემატა გაანგარიშების სიაში!
SR50 საგანგაშო სირენა სტრობით
In stock
38,00 ₾SR50 არის შიდა გამოყენების პიეზო სირენა, სტრობ ნათურით.
სირენას აქვს კომპაქტური ზომა და მისი მონტაჟი მარტივია დაშლის გარეშე. კედელზე ფიქსაცია ხდება ერთი ხრახნით.
მახასიათებლები:
– არაპროგრამირებადი
– მარტივად სამონტაჟო
– კომპაქტური დიზაინი
– მძლავრი ხმა
პროდუქტი წარმატებით დაემატა გაანგარიშების სიაში!
TITAN DL მოძრაობის დეტექტორი
In stock
41,00 ₾TITAN DL მოძრაობის დეტექტორი არის ციფრული მოძრაობის ინფრაწითელი დეტექტორი, რომელიც განკუთვნილია საცხოვრებელ, კომერციულ და საოფისე ფართებში დასამონტაჟებლად.
TITAN DL იყენებს ციფრული დამუშვების ალგორითმს და გააჩნია 20კგ-მდე შინაურ ცხოველებზე იმუნიტეტი.
დეტექტორზე შესაძლებელია ბრუნვადი კრონშტეინის დამაგრება, რათა ზუსტად მოხდეს ხედვის კუთხის შერჩევა.
მახასიათებლები:
– სერთიფიცირებული EN 50131 Grade 2 Class II მიხედვით
– ციფრული დამუშავების ალგორითმი
– გამოიყენება როგორც სტანდარტულ, ასევე უსაფრთხოების მაღალი დონის მოთხოვნის მქონე ადგილებშიც
– ტემპერატურის ორმხრივი კომპენსაცია
– 90° დაფარვის კუთხე, 54 ზონა
– ხედვის მანძილი 1.5-15მ
– თეთრი განათების იმუნიტეტი
– იმუნიტეტი 12/20 კგ შინაურ ცხოველებზე
– რადიოსიხშირული იმუნიტეტი
– ელექტროსტატიკური იმუნიტეტი
– პოლარობის არასწორი მიერთებისგან დაცვა
– მგრძნობელობის 7 დონე (არჩევითი)
პროდუქტი წარმატებით დაემატა გაანგარიშების სიაში!
Bravo RC-21 პულტი 2 ღილაკით
In stock
63,00 ₾BRAVO RC-21 არის დისტანციური მართვის პულტი BRAVO და Eclipse ჰიბრიდული სისტემების დისტანციური მართვისთვის. პულტს აქვს 2 ღილაკი დაცვის აქტივაციისა და დეაქტივაციის.
ასევე BRAVO RC-21-ის ერთ მართვის პულტს შეუძლია ერთდროულად იმუშაოს Eclipse ჰიბრიდულ პანელებთან (Eclipse WL ვერსია 5.2.3 და უფრო მაღალი) და BRAVO პანელებთან (ვერსია 5.0 და უფრო მაღალი).
მახასიათებლები:
– 2 ღილაკი
– ცალმხრივი კომუნიკაცია
– ფუნქციონირება ერთდროულად რამდენიმე BRAVO პანელებთან
– LED ინდიკატორი
– დაცვის აქტივაცია/დეაქტივაციის ფუნქცია
– ელემენტის ხანგრძლივობა 3 წელი
პროდუქტი წარმატებით დაემატა გაანგარიშების სიაში!
GBD 20 შუშის მსხვრევის დეტექტორი
In stock
66,00 ₾GBD 20 შუშის მსხვრევის დეტექტორი, გამიყენება ისეთ ადგილებში, სადაც სავარაუდოა შეჭრა შუშის დაზიანების გზით.
დეტექტორს დაფუძნებულია ორმაგი ანალიზის მეთოდზე (სპექტრული და აპლიტუდური), რაც საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული ცრუ განგაშები.
მახასიათებლები:
– ორმაგი ციფრული ანალიზის ტექნოლოგია
– რეაგირებს 4 სხვადასხვა ტიპის მინის მსხვრევაზე
– მგრძნობიარობის ავტომატური რეგულირება
– იმუნიტეტის ყალბ განგაშებზე
– მუშაობის მანძილი 1-7 მეტრამდე
– დაფარვა 180°
პროდუქტი წარმატებით დაემატა გაანგარიშების სიაში!
TITAN GB მოძრაობის და მსხვრევის დეტექტორი
In stock
74,00 ₾TITAN GB არის ორმაგი ტექნოლოგიის (მოძრაობის + მინის მსხვრევის) დეტექტორი, რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი, კომერციული და საოფისე ფართების შეღწევისგან დასაცავად. TITAN GB-ს გააჩნია მგრძნობელობის რეგულირება, როგორც მოძრაობის, ასევე მინის გატეხვის დეტექციისათვის. ასევე გააჩნია 12 კგ-მდე შინაურ ცხოველებზე იმუნიტეტი.
დეტექტორი აღჭურვილია ტემპერატურის კომპენსაციით ფუნქციით.
მახასიათებლები:
– მოძრაობის დეტექცია
– მინის მსხვრევის დეტექცია
– რეგულირებადი მგრძნობელობა
– შინაური ცხოველის იმუნიტეტი 12 კგ-მდე
პროდუქტი წარმატებით დაემატა გაანგარიშების სიაში!
SensoIRIS T110 სამისამართო სითბოს დეტექტორი
In stock
78,00 ₾SensoIRIS T110 სამისამართო სითბოს დეტექტორი, რომელიც განკუთვნილია ხანძრის სიტუაციის აღმოსაჩენად, ადრეულ ეტაპზე. დეტექტორი მუშაობს პანელებთან, რომელთაც გააჩნიათ TTE საკომუნიკაციო პროტოკოლის მხარდაჭერა.
დეტექტორი SensoIRIS T110 თავსებადია სახანძრო ბაზასთან B124
მახასიათებლები:
– სერთიფიცირებული EN54-5 სტანდარტით
– შეუძლია მუშაობა, როგორც ფიქსირებული ტემპერატურის, ასევე ტემპერატურის მატების დეტექციის რეჟიმში
– კლასის არჩევა პანელიდან – A1R, A2S, BS
– LED ინდიკატორი 360°-ი ხილვადობით
– სტატუსის ინდიკაცია
პროდუქტი წარმატებით დაემატა გაანგარიშების სიაში!
სამისამართო კვამლის დეტექტორი SensoIRIS S130
In stock
85,00 ₾SensoIRIS S130 არის მისამართიანი ოპტიკური კვამლის დეტექტორი, რომელიც შექმნილია მისამართებად ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებში დასაყენებლად, რომლებიც მხარს უჭერენ TTE საკომუნიკაციო პროტოკოლს. დეტექტორი ჩართულია პანელიდან და მისი კონტროლი შესაძლებელია საკომუნიკაციო პროტოკოლით.
დეტექტორი SensoIRIS S130 თავსებადია სახანძრო ბაზა B124-თან.
SensoIRIS S130 გააჩნია უვადო გარანტია!