პირველი უსაფრთხოების სისტემა
Marie Van Brittan Brown (დ. 30 ოქტომბერი, 1922 – გ. 2 თებერვალი, 1999) იყო მედდა და ნოვატორი. 1966 წელს მან გამოიგონა სახლის უსაფრთხოების ვიდეო სისტემა მეუღლესთან ალბერტ ბრაუნთან ერთად, ელექტრონიკის ტექნიკოსი. იმავე წელს მათ განაცხადეს პატენტი უსაფრთხოების ინოვაციური სისტემისთვის, რომელიც მიენიჭა 1969 წელს. მისმა ინოვაციამ უდიდესი გავლენა მოახდინა უსაფრთხოების მთელ სისტემაზე. მისი იდეა გაფართოვდა მხოლოდ სახლში მცხოვრებთა უსაფრთხოების მიღმა და მისი იდეები შეიძლება აღმოაჩინოთ უსაფრთხოების სისტემებით ბიზნესში მთელს მსოფლიოში. ბრაუნი დაიბადა იამაიკაში, ქუინსში, ნიუ-იორკში; იგი გარდაიცვალა იქ 76 წლის ასაკში 1999 წელს.
იმის გამო, რომ მარი მედდა იყო და მისი ქმარი ალბერტი ელექტრიკოსი, ორივეს არარეგულარული სამუშაო საათები ჰქონდა და ხშირად მათი სამუშაო საათები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ამის გამოისობით, იყო ბევრ ღამე, როდესაც მარი მარტო რჩებოდა ღამით სახლში. დანაშაულის მაჩვენებელი მის სამეზობლოში იყო ძალიან მაღალი და შთაგონებული იმ დროის ხანგრძლივობით, რაც პოლიციას სჭირდებოდა მის სამეზობლოში მისასვლელად, ბრაუნმა გამოიგონა სახლის უსაფრთხოების პირველი სისტემა. იმ დროს ბრაუნი ორმოცი წლის იყო.
როდესაც მარიმ და მისმა მეუღლემ პირველად შექმნეს უსაფრთხოების სისტემა, მათი გამოგონება შედგებოდა ოთხი სათვალთვალო ხვრელისგან (ჭუჭრუტანა), მოძრავი კამერის, ტელევიზორის მონიტორისა და მიკროფონებისგან, კამერებს შესაძლებლობა ჰქონდათ გადასულიყვნენ ერთი ჭუჭრუტანიდან მეორეზე. ეს კამერები დაკავშირებული იყო მის სახლში არსებულ ტელევიზორის მონიტორებთან და მისი გამოყენებით მარი ზუსტად ხედავდა ვინ იყო მის კართან, ფიზიკურად კართან ყოფნისა და კარის გაღების გარეშე. მიკროფონებმა ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მის გამოგონებაში, რადგან მათთან ერთად მას შეეძლო ესაუბრებოდა, ვინც გარეთ იყო, კარების გაღების გარეშე და პირისპირ ყოფნა მათთან, ვინც იქ იყო. როგორც ზემოთ ითქვა, მარი ცხოვრობდა მაღალი კრიმინალის მქონე მხარეში და მის მიერ შექმნილი ეს გამოგონება, საშუალებას მისცემდა თავი უფრო დაცულად ეგრძნო თავის სახლში. მას აღარ უწევდა კარის გაღება, რათა ენახა ვინ იყო იქ.
1966 წლის 1 აგვისტოს მარიმ და მისმა ქმარმა წარადგინეს პატენტის განაცხადი მათი გამოგონებისთვის. ეს იყო პირველი ასეთი პატენტი და მისი ქმრის სახელი იყო მის ქვემოთ. პატენტი მთავრობამ მიანიჭა 1969 წლის 2 დეკემბერს და ოთხი დღის შემდეგ New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია მისი გამოგონების შესახებ.
წყარო: Wikipedia