გარე გამოყენების კედლის ხმამაღლამოლაპარაკე – 30W (IP66)

DSP1130 არის წყალგაუმტარი (რუპორის ფორმის) ხმამაღლამოლაპარაკე 100V ჩაშენებული ტრანსფორმატორით. ჩაშენებული ტრანსფორმატორი საშუალებას გვაძლევს ხმა გადავცეთ შორ მანძილზე მაღალი ძაბვითა და დაბალი დენით, ასევე დავაკავშიროთ ხმამაღლამოლაპარაკეები პარალელურად.პროდუქტი სპეციალურად შექმნილია ექსტრემალური ამინ…

არტიკული: 03995

253,63 ₾

სპეციფიკაცია

ინოტექში ხელმისაწვდომია Dsppa გარე გამოყენების კედლის ხმამაღლამოლაპარაკე — მკაფიო და მძლავრი ხმა, ორიგინალური პროდუქტი ოფიციალური გარანტიით.

DSP1130 არის წყალგაუმტარი (რუპორის ფორმის) ხმამაღლამოლაპარაკე 100V ჩაშენებული ტრანსფორმატორით. ჩაშენებული ტრანსფორმატორი საშუალებას გვაძლევს ხმა გადავცეთ შორ მანძილზე მაღალი ძაბვითა და დაბალი დენით, ასევე დავაკავშიროთ ხმამაღლამოლაპარაკეები პარალელურად.

პროდუქტი სპეციალურად შექმნილია ექსტრემალური ამინდის პირობებსა და გარე სივრცეებში ინსტალაციისთვის. გამოირჩევა მაღალი აკუსტიკური ხარისხით, ხანგრძლივი სამუშაო რესურსითა და ხმის ფართო გავრცელებით. მუშაობს როგორც 70V/100V ხმოვან სისტემაზე, ისე 8Ω დაბალი წინაღობის რეჟიმზე (ნომინალური სიმძლავრე: 30W), ხოლო სიმძლავრის შესარჩევი ტერმინალები (30W/15W/10W) გვაძლევს შესაძლებლობას მოვარგოთ მოწყობილობა სხვადასხვა ფართობისა და ფონური ხმაურის სივრცეებს. იდეალურია სადგურებისთვის, ნავსადგურებისა, რელიგიური დაწესებულებებისთვისა და სპორტული მოედნებისთვის საჯარო უსაფრთხოების, ტურიზმის, სწავლებისა თუ მრეწველობის მიზნებისთვის.

კორპუსი დამზადებულია მაღალი ხარისხის ABS პლასტმასისგან, ხოლო სამონტაჟო სამაგრი – უჟანგავი ფოლადისგან. მოწყობილობას მტვრისა და წყლისგან დასაცავად მინიჭებული აქვს IP66 დაცვის სტანდარტი.

პროდუქტს აქვს მარტივი, ლამაზი და მინიმალისტური დიზაინი (თეთრი ფერის), რაც მარტივად ერწყმის და ეხამება სხვადასხვა ტიპის ექსტერიერს.