SNMP ბარათი მაღალი სიმძლავრის UPS-ებისთვის

SNMP ბარათი CY504 გამოიყენება მაღალი სიმძლავრის On-line UPS-ების მონიტორინგისთვის და სამართავად.ბარათი თავსებადია MP სერიის 6-10KVA დაYDC სერიის მოდელებთან.ბარათის განთავსება ხდება UPS-ში არსებულ სპეციალურ სლოტში.მართვა შესაძლებელია როგორც Web ინტერფეისით,SNMP პროგრამით ან Telnet-ით.NetAgent9 არის უ…

არტიკული: 01361

344,30 ₾

არ არის მარაგში

სპეციფიკაცია

SNMP ბარათი მაღალი სიმძლავრის UPS-ებისთვის ხელმისაწვდომია ინოტექის ონლაინ კატალოგში.

SNMP ბარათი CY504 გამოიყენება მაღალი სიმძლავრის On-line UPS-ების მონიტორინგისთვის და სამართავად.
ბარათი თავსებადია MP სერიის 6-10KVA დაYDC სერიის მოდელებთან.

ბარათის განთავსება ხდება UPS-ში არსებულ სპეციალურ სლოტში.
მართვა შესაძლებელია როგორც Web ინტერფეისით,SNMP პროგრამით ან Telnet-ით.

NetAgent9 არის უახლესი მოდელი MegaTec-ის SNMP ბარათების სერიაში. უფრო მძლავრი პროცესორითა (CPU) და ბირთვით აღჭურვილი ეს მოდელი გაცილებით მეტ შესაძლებლობას გვთავაზობს.

განახლებული აპარატურული ნაწილი საშუალებას აძლევს NetAgent9-ს (მოდელი CY504), მხარი დაუჭიროს დამატებით USB მოწყობილობებს, როგორებიცაა: USB უსადენო ადაპტერი (Wireless dongle), USB ფლეშ მეხსიერება (მონაცემთა შესანახად), GPRS მოდემი (SMS-ების გასაგზავნად) და სხვა.

გარდა უფრო მძლავრი ტექნიკური უზრუნველყოფისა, NetAgent9-ს ასევე აქვს IPv6-ის, SNMPv2-ისა და უსაფრთხოების უახლესი პროტოკოლების — მათ შორის SSH-ისა და SNMPv3-ის მხარდაჭერა.