ბიზნეს ცენტრისთვის საჭირო იყო ქსელური ინფრასტრუქტურა, რომელიც ერთდროულად მოემსახურებოდა მოიჯარეებს, ვიდეომთვალყურეობას, დაშვების კონტროლსა და ინტერკომს. მოთხოვნა იყო სტაბილურობა, ტრაფიკის სეგმენტაცია, მოწყობილობების ცენტრალიზებული კვება და მართვის ერთიანი წერტილი.
ბირთვში დამონტაჟდა MikroTik-ის მარშრუტიზატორი და L3 კომუტატორები, სართულებზე — PoE კომუტატორები, რომლებზეც მიერთებულია კამერები, წვდომის წერტილები და ინტერკომის პანელები. საკაბელო სისტემა გაყვანილია სტრუქტურირებული კაბელირების პრინციპით, ცალკე პატჩ პანელებით თითოეულ სართულზე. უკაბელო დაფარვა უზრუნველყოფილია Ubiquiti-ს UniFi წვდომის წერტილებით ერთიანი მართვის კონტროლერიდან, რაც საშუალებას იძლევა ქსელი დისტანციურად დაიმართოს.
შედეგად, ტრაფიკი დაყოფილია VLAN-ებად — მოიჯარეების, ვიდეოსა და სისტემური მოწყობილობების ქსელები ერთმანეთისგან იზოლირებულია. ყველა აქტიური მოწყობილობა იკვებება PoE-ით, რაც ამცირებს კაბელების რაოდენობას და გამარტივებს მომსახურებას. ქსელის მონიტორინგი საშუალებას იძლევა ხარვეზი ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს, ხოლო სარეზერვო კვების წყარო ბირთვის მუშაობას მოკლევადიანი გათიშვისასაც ინარჩუნებს. სისტემის გაფართოება ხდება პორტის დამატებით, ბირთვის ჩანაცვლების გარეშე.