ინოტექში  წარმოდგენილ პროდუქციაზე ვრცელდება გარანტია, რომლის ვადა განისაზღვრება ბრენდის მიხედვით მინიმუმ 1 წლის ვადით.

Innotech - უსაფრთხოების სისტემები საგარანტიო მომსახურება დაცვით სისტემებზე

საგარანტიო მომსახურება მოიცავს:

  • საგარანტიო მომსახურება გულისხმობს გაყიდვის შემდგომ მოწყობილობის დაზიანების შემთხვევაში მის უფასო შეკეთებას ან ახლით შეცვლას
  • საგარანტიო ვადა, მწარმოებლის მიერ დადგენილი წესების თანახმად, განისაზღვრება შესაკეთებელი მოწყობილობის სერვისცენტრში წარდგენიდან 7 სამუშაო დღით.
  • საგარანტიო მომსახურების მისაღებად ნივთის მფლობელმა მოწყობილობის დაზიანების შემთხვევაში სერვისცენტრში უნდა წარმოადგინოს საგარანტიო დოკუმენტი. საგარანტიო დოკუმენტად ასევე ავტომატურად ითვლება კომპანიაზე გაწერილი საბუთი ს/ზ და ა/ფ იურიდიული პირების შემთხვევაში
  • საგარანტიო მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელია დაცული იქნას მწარმოებლის მიერ შემუშავებული ექსპლუატაციის წესები თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად;

საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება/ უქმდება თუ :

  • გასულია საგარანტიო ვადა;
  • არ არის წარმოდგენილი საგარანტიო ტალონი;
  • საგარანტიო ტალონში მონაცემები შეცვლილი, წაშლილი ან გადაკეთებულია;
  • საგარანტიო ტალონში ან მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერიული ნომერი/ IMEI კოდი;
  • მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დეფექტი;
  • მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შეუსაბამო მიზნ(ებ)ით;
  • დაზიანებულია ან ამძვრალია პლომბი ან ლუქი;
  • დაზიანება გამოწვეულია  ვირუსის ან შეუსაბამო ფაილ(ები)ის მიერ;
  • დაზიანება გამოწვეულია ელ. ქსელის გაუმართაობის (ძაბვის ცვლილება), მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციის, შენახვის წესების და პირობების დარღვევით, არაკომპეტენტური პირების მიერ ჩატარებული არაკვალიფიციური სარემონტო/ სამონტაჟო სამუშაოების შედეგად;
  • გარანტია არ ვრცელდება სისტემური ბლოკის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, სისტემური ბლოკის კვების ბლოკზე, ელემენტზე, მეხსიერების ჩიპზე, სადენებზე, გადამყვანებზე, სამუხტ მოწყობილობებსა თ სხვა აქსესუარებზე;
  • სამონტაჟო ან სარემონტო სამუშაოები არ არის ჩატარებული სპეციალისტის მიერ და დაზიანება გამოწვეულია არაკვალიფიციურად შესრულებული სამუშაოს შედეგად;
  • პროდუქტი დაზიანდა კომერციული დანიშნულების გამოყენებისათვის გარდა იმ პროდუქტისა, რომელიც თავიდანვე გათვლილია მწარმოებლის მიერ კომერციული დანიშნულებისთვის;

გისურვებთ უსაფრთხო გარემოს!

მოითხოვე შეხვედრა

მიიღე საუკეთესო მომსახურება უსაფრთხოების სისტემებზე

მედია

კომპანია ASENWARE-ის სტუმრობა: სახანძრო უსაფრთხოების განვითარების ახალ შესაძლებლობები

სახანძრო უსაფრთხოება და ASENWARE ჩვენი კომპანიიდან ძლიერ შთაბეჭდილებას მოახდინა ჩინეთის სახანძრო უსაფრთხოების მწარმოებელმა კომპანიამ a...

სრულად ნახვა

კომპანია ASENWARE-ის სტუმრობა: სახანძრო უსაფრთხოების განვითარების ახალ შესაძლებლობები

სახანძრო უსაფრთხოება და ASENWARE ჩვენი კომპანიიდან ძლიერ შთაბეჭდილებას მოახდინა ჩინეთის სახანძრო უსაფრთხოების მწარმოებელმა კომპანიამ a...

სრულად ნახვა

კომპანია ASENWARE-ის სტუმრობა: სახანძრო უსაფრთხოების განვითარების ახალ შესაძლებლობები

სახანძრო უსაფრთხოება და ASENWARE ჩვენი კომპანიიდან ძლიერ შთაბეჭდილებას მოახდინა ჩინეთის სახანძრო უსაფრთხოების მწარმოებელმა კომპანიამ a...

სრულად ნახვა