ბლოგი

პერსონალური მონაცემები და ბიომეტრია

Innotech პერსონალური მონაცემები და ბიომეტრია

პერსონალური მონაცემები და ბიომეტრია

ბიომეტრიული მონაცემები და მათი რეგულაცია

პერსონალური მონაცემები და ბიომეტრია: თქვენთვის ალბათ უკვე ცნობილია, რომ ჩვენ გახლავართ უსაფრთხოების სისტემების ინტეგრატორი კომპანია. ჩვენი საქმიანობა მოიცავს სანქცირებული დაშვების სისტემებს, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ელექტრონულ ბიომეტრიულ მოწყობილობებსა და სისტემებს. საზოგადოების გარკვეული ნაწილის (საგრძნობი უმრავლესობის) აზრით წინააღმდეგობაში მოდის კანონთან, რომელიც არეგულირებს ამ საკითხს. აღნიშნულთან დაკავშირებით არის მრავალი მითქმა-მოთქმა და აზრთა სხვადასხვაობა.

ვცადოთ ერთად გარკვევა ამ საკითხში

რა არის ბიომეტრიული მონაცემი?

„ბიომეტრიული მონაცემი არის ფიზიკური, ფსიქიკური ან ქცევის მახასიათებელი, რომელიც უნიკალური და მუდმივია თითოეული ფიზიკური პირისათვის და რომლითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება (თითის ანაბეჭდი, ტერფის ანაბეჭდი, თვალის ფერადი გარსი, თვალის ბადურის გარსი (თვალის ბადურის გამოსახულება), სახის მახასიათებელი)“.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ბიომეტრიული მონაცემი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს წარმოადგენს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის იძლევა ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის ნიშნით, როგორიცაა რასობრივი ან ეთნიკური კუთვნილება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ნასამართლობა და სხვა. შესაბამისად, მათი დამუშავების დროს აუცილებელია კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობა მაინც – მაგალითად მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა. (კონკრეტულად განსაზღვრულია, რა შემთხვევაში არის აუცილებელი მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა).

(„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად)

რას ნიშნავს ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება?

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, დამუშავება გულისხმობს მონაცემებზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებას, მაგალითად, მონაცემთა შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიო/ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოყენება, გამჟღავნება, დაჯგუფება, კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება და სხვა. დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ავტომატურად (კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით), ისე არა ავტომატურად (ჟურნალის წარმოება, მონაცემების ხელით შეყვანა) ან ნახევრად ავტომატური გზით.

Innotech Biometriuli Daswrebis Agricxva

ბიომეტრიული მონაცემთა დამუშავების მეთოდები:

მსოფლიო პრაქტიკაში გამოიყენება ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების ორი ძირითადი მეთოდი, ესენია ვერიფიკაცია და იდენტიფიკაცია, მათ შორის სხვაობა არსებითია. ყველაზე ხშირად სწორედ ამ ორი მეთოდის გამოყენებით ხდება ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება როგორც ფიზიკურ, ასევე ვირტუალურ სივრცეში (წვდომა კონკრეტულ სერვერზე ან სისტემაზე) შეღწევის კონტროლის მიზნით.

იდენტიფიკაციის მეთოდი გულისხმობს ბიომეტრიული მონაცემების ავთენტურობის შემოწმებას მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციასთან და ხშირად მოიხსენიება სახელით ერთი-მრავალთან, რაც გულისხმობს ბიომეტრიული სისტემის მიერ იმის დადგენას ეკუთვნის, თუ არა კონკრეტული ბიომეტრიული მონაცემი (თითის ანაბეჭდი, ხმა, ხელწერა, ა.შ) კონკრეტულ პიროვნებას. შესაბამისად, სისტემა ადარებს კონკრეტულ ბიომეტრიულ მონაცემს ბაზაში არსებულ ყველა ნიმუშს.

იდენტიფიკაციის მეთოდის დროს, მონაცემთა ბაზის არსებობა თავისთავად წარმოადგენს უსაფრთხოების შედარებით დაბალ დონეს, რადგან არსებობს მონაცემთა არაკანონიერი გზით გამოყენების საფრთხე.

ვერიფიკაციის მეთოდი გულისხმობს ბიომეტრიული მონაცემების ავთენტურობის შემოწმებას მონაცემთა ბაზის გამოყენების გარეშე. კერძოდ, ბიომეტრიული მონაცემების შემცველ მატარებელზე (მაგალითად სამსახურებრივი ბარათი, რომელიც დამზადებულია კონკრეტული პირისათვის და შეიცავს აღნიშნული პიროვნების ბიომეტრიულ მონაცემს) დატანილ ბიომეტრიულ მონაცემს სისტემა ადარებს ბაზაში არსებულ, კონკრეტულად ამ ბარათის მფლობელის ბიომეტირულ მონაცემს.

აღნიშნული მეთოდი მოიხსენიება სახელით ერთი-ერთთან. ითვლება, რომ ვერიფიკაციის მეთოდი უფრო უსაფრთხოა, რადგან ის მონაცემთა ბაზა, რომლის საშუალებითაც ფუნქციონირებს სისტემა არ იძლევა კონკრეტულ მონაცემზე წვდომის საშუალებას, მასში არსებული ყოველი მონაცემი დაშიფრულია და აქტიურდება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის მხრიდან ზემოთხსენებული მატარებლის გამოყენებისას. ამ მეთოდით ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე იდენტიფიკაციის მეთოდით, თუმცა ის უზრუნველყოფს უსაფრთხოების უფრო მაღალ დონეს და საჭიროებს შესაბამის პროგრამულ მხარდაჭერას. ამასთან, ვერიფიკაციის დროს, პიროვნება თავად ფლობს საკუთარი ბიომეტრიული მონაცემების შემცველ მოწყობილობას (სამსახურებრივი ბარათი, ID ბარათი თუ სხვა), რაც ამცირებს მასზე არა ავტორიზებულ წვდომის საფრთხეს.

Innotech Biometriuli Monacemebi

როგორ პასუხობს რეგულაციის მოთხოვნებს, მომხმარებლისთვის ჩვენს მიერ შეთავაზებული პროდუქცია:

პირველ ყოვლისა, ვიტყვით იმას და ვფიქრობთ არავის გაუკვირდება, რომ პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების კანონით დარეგულირება ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის გამოგონილი და შემუშავებული არ არის. სხვათა გამოცდილებისა და სტანდარტების დანერგვის მცდელობა არის ჩვენს შემთხვევაში. აქვე ვიტყვით იმას, რომ ყველა ჩვენი პროდუქტი GDPR სერთიფიცირებულია და შესაბამისობაში მოდის ევრო რეგულაციასთან:

General Data Protection Regulation – მონაცემთა დაცვის ევროპული რეგულაცია გამოიყენება 2018 წლის 25 მაისიდან ყველა წევრ ქვეყანაში, რათა მოხდეს მონაცემთა კონფიდენციალურობის კანონების ჰარმონიზაცია მთელ ევროპაში. თუ გვერდი თქვენთვის სასარგებლოა, მოგერიდებათ მხარი დაგვიჭიროთ პროექტის გაზიარებით.

დამატებით განვმარტავთ მათთვის, ვისთვისაც ევროპული კანონმდებლობით დარეგულირებული და სერთიფიცირებული პროდუქცია საკმარისად სანდო და მისაღები მაინც არ არის, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული აპარატურულ-პროგრამული გადაწყვეტილებები ბიომეტრიული ინფორმაციის შესანახად არ იყენებს მონაცემთა ბაზას, რომელზეც მომხმარებელს ექნება წვდომა და სურვილის შემთხვევაში შეძლებს მონაცემების ექსტრაქციას შემდგომი გამოყენებისთვის. მოწყობილობები ბიომეტრიულ ინფორმაციას ინახავს შიდა მეხსიერებაში დაშიფრული სახით და პრაქტიკულად შეუძლებელია მისი ექსტრაქცია. შესაბამისად, ჩვენს მიერ შეთავაზებული მოწყობილობები იყენებენ ვერიფიკაციის მეთოდს, იმ მთავარი ნიუანსით, რომ მათი მოწყობილობიდან ამოღება და შემდგომი გამოყენება შეუძლებელია. აქვე მოგახსენებთ იმას, რომ ზემოთ ხსენებულ მოწყობილობებს, ბიომეტრიულსა თუ სხვა ტიპის სანქცირებული დაშვების მოწყობილობებს მომხმარებლები იყენებენ სხვა რეგულაციის განსახორციელებლად. კერძოდ კი, თანამშრომელთა დასწრების აღრიცხვის განსახორციელებლად.

ყველაფერი ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ ჩვენი მოწყობილობების გამოყენება სანქცირებული დაშვებისა თუ ვიზიტორთა დასწრების საათობრივი აღრიცხვისთვის, არ საჭიროებს სამართლებრივ საფუძველსა და დასაქმებულების წერილობით ნებართვას პერსონალური მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით, რადგან მონაცემებს არ იყენებს არცერთი სუბიექტი. მონაცემებს იყენებს „მანქანა“, ელექტრონული მოწყობილობა, სუბიექტის აპარატზე ვერიფიკაციისათვის და პრაქტიკულად არ ხერხდება პერსონალური მონაცემების გადაცემა რომელიმე სხვა სუბიექტისთვის.

Sidebar
ყველა პროდუქტი - Innotech - Viewing Page 4

ყველა პროდუქტი

კამერა, IP, Hikvision, DS-2CD2026G2-IU/SL, 4MM, 2MP, Bullet, IR40m, AcuSense, St.L&Audio al, SDcard,

SKU: 08-04-0078

In stock

0,00 

კამერა IP Hikvision,DS-2CD2421G0-I(C),2.8mm,2mp,Cube,IR10m,TwoWayAudio,,SDcard,

SKU: 15256

In stock

0,00 

კამერა,IP,Hikvision,DS-2CD2T45G0P-I,1.68mm,4mp,Bullet,IR20m,microSD,

SKU: 10895

In stock

0,00 

DS-2CD2T45G0P-I

კამერა, IP, Hikvision, DS-2CD2046G2-IU, 6MM, 4MP, Bullet, IR40m, AcuSense, Mic

SKU: 08-04-0084

In stock

0,00 

კამერა, Hikvision, DS-2CD2046G2-I, 4MM, 4MP, Bullet, IR40m, AcuSense

SKU: 08-04-0089

In stock

0,00 

კამერა,IP,Hikvision,DS-2CD2043G2-I,2.8mm,4mp,Bullet,IR40m,AcuSense,

SKU: 12806

In stock

0,00 

კამერა IP Hikvision,DS-2CD2047G2-L(C),4mm,4mp,Bullet,WL40m,ColorVu,

SKU: 14316

In stock

0,00 

მთვლელი კამერა, IP, Hikvision, iDS-2CD8146G0-IZS, 8-32MM, 4MP, Dome, IR30m, , Deepin View/Face Recognition, AutoIris

SKU: 08-04-0112

In stock

0,00 

Hikvision DS-2CD6825G0/C-IS – ობიექტების დათვლის მაღალი სიზუსტის მქონე IP (მთვლელი) კამერა

SKU: 08-04-0113

In stock

0,00 

🔹 გამოყენების სფეროები:

სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები – მომხმარებელთა ნაკადის კონტროლი და გაყიდვების ანალიზი
ბიზნეს ოფისები და ადმინისტრაციული შენობები – პერსონალის და სტუმრების მოძრაობის მონიტორინგი
ტრანსპორტის ჰაბები (აეროპორტები, სადგურები, მეტროები) – მგზავრთა ნაკადის კონტროლი და უსაფრთხოების ოპტიმიზაცია
სამედიცინო დაწესებულებები – პაციენტებისა და პერსონალის ნაკადის მონიტორინგი
განათლების დაწესებულებები – სტუდენტებისა და პერსონალის მოძრაობის ანალიზი
მუზეუმები და გამოფენები – სტუმრების რაოდენობის და მათი გადაადგილების ტრეკინგი
სპორტული და გართობის ობიექტები – ღონისძიებების დაგეგმვა და სივრცის ოპტიმიზაცია


🔹 რატომ Hikvision DS-2CD6825G0/C-IS?

📌 სიზუსტე და ხელოვნური ინტელექტი – ობიექტების დათვლის მოწინავე ალგორითმები, რომლებიც უზრუნველყოფენ მონაცემთა მაქსიმალურ სიზუსტეს
📌 ორმაგი ლინზის უპირატესობა – ერთდროულად ორი ხედვის კუთხით ანალიზი, რაც ამცირებს ცდომილებებს
📌 ჩაშენებული მიკროფონი – აუდიო მონაცემების დამატება ანალიტიკურ პროცესში
📌 მაღალი გამძლეობა (IP67) – იდეალურია როგორც შიდა, ისე გარე გამოყენებისთვის
📌 PoE მხარდაჭერა – მარტივი ინსტალაცია და ენერგიის ეფექტური გამოყენება
📌 სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი – ბიზნესის ოპტიმიზაციისთვის


Hikvision DS-2CD6825G0/C-IS არის მძლავრი და ზუსტი ობიექტების დათვლის კამერა, რომელიც იდეალურია ბიზნესებისა და დაწესებულებებისთვის, რომელთაც სჭირდებათ მომხმარებელთა ნაკადის ანალიზი და ოპტიმიზაცია. მისი ინტელექტუალური ტექნოლოგიები, ორმაგი ლინზა, ინფრაწითელი განათება და მიკროფონი მას ერთ-ერთ საუკეთესო არჩევანად აქცევს კომერციული და საზოგადოებრივი სივრცეებისთვის. 🚀

კამერა, IP, Hikvision, DS-2CD6924F-IS, 4MM, 8MP, Dome, IR20m, PanoVu, 4Lens180

SKU: 08-04-0114

In stock

0,00 

კამერა, IP, Hikvision, iDS-2CD7026G0-AP, 2.8MM, 2MP, Box, DarkFighter, P-iris

SKU: 08-04-0115

In stock

0,00 

კამერა, IP, PTZ, Hikvision, DS-2DE7A225IW-AEB(T5), 2MP, Dome, IR200m, 25xO.Z, DarkFighter/AcuSense, Micro SD

SKU: 08-04-0118

In stock

0,00 

კამერა, IP, Hikvision, DS-2CD1623G0-I, 2.8-12MM, 2MP, Bullet, IR50m, Micro SD

SKU: 08-04-0123

In stock

0,00 

კამერა IP Hikvision,DS-2CD1153G0-I(С),2.8mm,5mp,Dome,IR30m,

SKU: 14830

In stock

0,00 

კამერა IP Hikvision,DS-2CD1053G0-I(C),4mm,5mp,Bullet,IR30m

SKU: 14368

In stock

0,00 

თითის ანაბეჭდის და ბარათის წამკითხველი DS-K1201EF

SKU: 05-03-0012

In stock

0,00 

The DS-K1201AEF is a fingerprint card reader from the access control line of Hikvision.

The reader can read EM cards and be connected to Hikvision’s Basic+ and Pro Complete door controllers.

PoE სვიჩი – 8×100 მბ/წმ PoE (at/af) პორტი, 2×100 მბ/წმ, არამართვადი

SKU: NSW2020-10T-POE-IN

In stock

0,00 

NSW2020-6T-POE-IN წარმოადგენს UNIVIEW -ს ბრენდის არამართვად POE სვიჩს, მას საშუალება აქვს ავტომატურად აღმოაჩინოს მოწყობილობა რომელსაც ესაჭიროება POE (802.3 af/at) მხარდაჭერა და მიაწოდოს კვება. მსგავსი ტიპის სვიჩები იდეალური გადაწყვეტაა: დაშვების წერტილების , IP კამერების IP ტელეფონების და სხვა მოწყობილობების ქსელში ჩასართავად.

NETWORK VIDEO RECORDER DHI-NVR2104-P-S3

SKU: 1751

In stock

0,00 

IP Camera – 2MP Mini Fixed Bullet Network Camera

IP კამერა – 4მპ 2.8მმ Bullet, Easy Basic სერია, SD ბარათი, მიკროფონით, მეტალის კორპუსით

SKU: IPC2124LB-ADF28KM-H

In stock

0,00 

IP Camera – 4MP 2.8mm IR Mini Fixed Bullet, Easy BasicSeries

IP კამერა – 8მპ 4მმ Bullet, 3-Axis

SKU: IPC2128LB-ADF40K-G

In stock

0,00 

4K Mini Fixed Bullet Network Camera

კამერა მინი

SKU: 4g

In stock

0,00 

IP Camera – 2MP 5x IR Mini PTZ Dome

მყარი დისკი 8ტბ HARD DISK DRIVES ST8000VM004

SKU: 1759

In stock

0,00 

5MP LightHunter Active Deterrence Mini PTZ Camera

ვიდეო კამერა ელემენტზე, Ezviz, WiFi, Wire Free, CS-C3A

SKU: 08-07-0016

In stock

0,00 
  • ბრენდი: Ezviz
  • მოდელი: CS-C3A
  • პროდუქტის ტიპი: ვიდეოკამერა
  • პიქსელების რაოდენობა: 2 MP
  • ეკრანის რეზოლუცია: 1920 × 1080
  • ფერი: თეთრი
  • ზომა: 56.08×70.02×92.09 მმ

Wi-Fi ვიდეო კამერა, Ezviz, CS-C6N-R101-1G2WF, 4MM, 2MP

SKU: 08-07-0019

In stock

0,00 
  • ბრენდი: Ezviz
  • მოდელი: CS-C6N-R101-1G2WF
  • პროდუქტის ტიპი: ვიდეოკამერა
  • პიქსელების რაოდენობა: 2 MP
  • ეკრანის რეზოლუცია: 1920 x 1080
  • ფერი: თეთრი
  • ზომა: 88×88.2×119 მმ

485218d40d">