„ინოტექში“ წარმოდგენილ პროდუქციაზე ვრცელდება გარანტია, რომლის ვადა განისაზღვრება ბრენდის მიხედვით მინიმუმ 1 წლის ვადით.

საგარანტიო მომსახურება მოიცავს:
- საგარანტიო მომსახურება გულისხმობს გაყიდვის შემდგომ მოწყობილობის დაზიანების შემთხვევაში მის უფასო შეკეთებას ან ახლით შეცვლას
- საგარანტიო ვადა, მწარმოებლის მიერ დადგენილი წესების თანახმად, განისაზღვრება შესაკეთებელი მოწყობილობის სერვისცენტრში წარდგენიდან 7 სამუშაო დღით.
- საგარანტიო მომსახურების მისაღებად ნივთის მფლობელმა მოწყობილობის დაზიანების შემთხვევაში სერვისცენტრში უნდა წარმოადგინოს საგარანტიო დოკუმენტი. საგარანტიო დოკუმენტად ასევე ავტომატურად ითვლება კომპანიაზე გაწერილი საბუთი ს/ზ და ა/ფ იურიდიული პირების შემთხვევაში
- საგარანტიო მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელია დაცული იქნას მწარმოებლის მიერ შემუშავებული ექსპლუატაციის წესები თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად;
საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება/ უქმდება თუ :
- გასულია საგარანტიო ვადა;
- არ არის წარმოდგენილი საგარანტიო ტალონი;
- საგარანტიო ტალონში მონაცემები შეცვლილი, წაშლილი ან გადაკეთებულია;
- საგარანტიო ტალონში ან მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერიული ნომერი/ IMEI კოდი;
- მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დეფექტი;
- მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შეუსაბამო მიზნ(ებ)ით;
- დაზიანებულია ან ამძვრალია პლომბი ან ლუქი;
- დაზიანება გამოწვეულია ვირუსის ან შეუსაბამო ფაილ(ები)ის მიერ;
- დაზიანება გამოწვეულია ელ. ქსელის გაუმართაობის (ძაბვის ცვლილება), მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციის, შენახვის წესების და პირობების დარღვევით, არაკომპეტენტური პირების მიერ ჩატარებული არაკვალიფიციური სარემონტო/ სამონტაჟო სამუშაოების შედეგად;
- გარანტია არ ვრცელდება სისტემური ბლოკის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, სისტემური ბლოკის კვების ბლოკზე, ელემენტზე, მეხსიერების ჩიპზე, სადენებზე, გადამყვანებზე, სამუხტ მოწყობილობებსა თ სხვა აქსესუარებზე;
- სამონტაჟო ან სარემონტო სამუშაოები არ არის ჩატარებული სპეციალისტის მიერ და დაზიანება გამოწვეულია არაკვალიფიციურად შესრულებული სამუშაოს შედეგად;
- პროდუქტი დაზიანდა კომერციული დანიშნულების გამოყენებისათვის გარდა იმ პროდუქტისა, რომელიც თავიდანვე გათვლილია მწარმოებლის მიერ კომერციული დანიშნულებისთვის;
გისურვებთ უსაფრთხო გარემოს!
მოითხოვე შეხვედრა
მიიღე საუკეთესო მომსახურება უსაფრთხოების სისტემებზე
მედია
ონტროლი მიკროკლიმატისა და IT უსაფრთხოება: როგორ გადაარჩენს გარემოს მონიტორინგის სისტემები სერვერულებსა და საწყობებს საქართველოში ზარალისგან
უხილავი საფრთხე ბიზნესის ციფრული გულისთვისთანამედროვე ბიზნესი საქართველოში კოლოსალურ ბიუჯეტებს ხარჯავს ციფრულ უსაფრთ...
ინტერაქტიული დაფა მოლაპარაკებების ოთახისა და სასწავლო კლასისთვის: როგორ შევარჩიოთ ზომა, ტექნოლოგია და კომპლექტაცია
მოლაპარაკებების ოთახი პროექტორითა და შტატივიანი ეკრანით ნაცნობი სურათია.
ნათურა 15 წუთი ცხელდება, გამოსახულება ...
Ajax მცირე ბიზნესისთვის: მაღაზიის, კაფეს ან ოფისის საიმედო უსადენო დაცვა ზედმეტი ხარჯების გარეშე
მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, მაგალითად, მყუდრო საქალაქო კაფეების, საცალო მაღაზიების,
სილამაზის სალონები...


