მზის ენერგიის ინვერტორი – 3,5კვტ Off-Grid 24Vdc 120ა

EPEVER Kirin სერიის KR3522-1250P20/C არის 3.5 კვტ სიმძლავრის ქსელისგან დამოუკიდებელი მზის ინვერტორი, რომელიც მზის პანელებიდან ან/და ელექტროქსელიდან მიღებული ენერგიით აკუმულატორებს მუხტავს და მომხმარებლებს ელექტროენერგიით ამარაგებს. მზის ენერგიის, ელექტროქსელისა და აკუმულატორების კომბინირებული გამოყე…

არტიკული: 03347

2059,59 ₾

სპეციფიკაცია

ინოტექის კატალოგში წარმოდგენილია მზის ენერგიის ინვერტორი Off-Grid.

EPEVER Kirin სერიის KR3522-1250P20/C არის 3.5 კვტ სიმძლავრის ქსელისგან დამოუკიდებელი მზის ინვერტორი, რომელიც მზის პანელებიდან ან/და ელექტროქსელიდან მიღებული ენერგიით აკუმულატორებს მუხტავს და მომხმარებლებს ელექტროენერგიით ამარაგებს. მზის ენერგიის, ელექტროქსელისა და აკუმულატორების კომბინირებული გამოყენებით მოწყობილობა უზრუნველყოფს ელექტრომომარაგების უწყვეტობას და ენერგიის სარეზერვო წყაროს არსებობას ძირითადი წყაროების გათიშვის შემთხვევაში. იგი განკუთვნილია მზის ენერგიის სადგურებისა და სარეზერვო ელექტრომომარაგებისთვის.

ფუნქციონალური შესაძლებლობები

  • შესაძლებელია იმუშაოს როგორც აკუმულატორთან ერთად, ისე უაკუმულატოროდ (Non-battery).
  • აღჭურვილია ერთი MPPT კონტროლერით, რაც აუმჯობესებს მზის პანელების ენერგიის ათვისებას (ეფექტურობა 99.5%-ს ან მეტს აღწევს).
  • აქვს ორი გამოსასვლელი პორტი, ძირითადი და დამხმარე დატვირთვებისთვის. (სუფთა სინუსოიდა)
  • შესაძლებელია რამდენიმე ინვერტორის პარალელურად დაკავშირება ერთფაზიანი ან სამფაზიანი სისტემის შესაქმნელად. სტანდარტულად მხარდაჭერილია 12 მოწყობილობამდე გაერთიანება, მაქსიმუმ კი 16 მოწყობილობა.
  • ინტეგრირებული BMS კომუნიკაციის ინტერფეისი და იზოლირებული RS485 პორტი საშუალებას იძლევა, ინვერტორი დაუკავშირდეს თავსებად ლითიუმის აკუმულატორებსა და Bluetooth, WiFi ან 4G მოდულებს დისტანციური მონიტორინგისთვის.

ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები

  • ნომინალური სიმძლავრე (@30℃): 3500W
  • 3 წამიანი პიკური სიმძლავრე: 7000W
  • აკუმულატორის ნომინალური ძაბვა: 24VDC (სამუშაო დიაპაზონი: 20.4VDC – 32.0VDC)
  • მზის პანელის (PV) მაქს. ღია წრედის ძაბვა: 500V
  • MPPT ძაბვის დიაპაზონი: 85V – 450V
  • PV მაქსიმალური შემავალი დენი: 16A
  • აკუმულატორის დამუხტვის მაქსიმალური დენი: 120A
  • გამომავალი ძაბვა: 220/230VAC (სუფთა სინუსოიდა)
  • მუშაობის ტემპერატურული დიაპაზონი: -20℃-დან +50℃-მდე
  • დაცვის კლასი: IP20 (მტვრისგან დამცავი კომპლექტით)
  • ზომები (სიგრძე × სიგანე × სიმაღლე): 590 მმ × 300 მმ × 165 მმ
  • წონა: 13.8 კგ