მზის ენერგიის ინვერტორი – 5.5 კვტ Off-Grid 48Vdc

EPEVER Kirin Pro სერიის KRP5542-1050P20/C არის 5.5 კვტ სიმძლავრის ქსელისგან დამოუკიდებელი მზის ინვერტორი, რომელიც მზის პანელებიდან ან/და ელექტროქსელიდან მიღებული ენერგიით აკუმულატორებს მუხტავს და მომხმარებლებს ელექტროენერგიით ამარაგებს. მზის ენერგიის, ელექტროქსელისა და აკუმულატორების კომბინირებული გ…

არტიკული: 03486

2426,50 ₾

არ არის მარაგში

სპეციფიკაცია

ინოტექის კატალოგში წარმოდგენილია მზის ენერგიის ინვერტორი კვტ Off-Grid.

EPEVER Kirin Pro სერიის KRP5542-1050P20/C არის 5.5 კვტ სიმძლავრის ქსელისგან დამოუკიდებელი მზის ინვერტორი, რომელიც მზის პანელებიდან ან/და ელექტროქსელიდან მიღებული ენერგიით აკუმულატორებს მუხტავს და მომხმარებლებს ელექტროენერგიით ამარაგებს. მზის ენერგიის, ელექტროქსელისა და აკუმულატორების კომბინირებული გამოყენებით მოწყობილობა უზრუნველყოფს ელექტრომომარაგების უწყვეტობას და ენერგიის სარეზერვო წყაროს არსებობას ძირითადი წყაროების გათიშვის შემთხვევაში. იგი განკუთვნილია მზის ენერგიის სადგურებისა და სარეზერვო ელექტრომომარაგებისთვის.

ფუნქციონალური შესაძლებლობები

  • შესაძლებელია იმუშავოს როგორც აკუმულატორთან ერთად, ისე უაკუმულატოროდ (Non-battery).
  • აღჭურვილია ორი დამოუკიდებელი MPPT კონტროლერით (Dual MPPT), რაც აუმჯობესებს მზის პანელების ენერგიის ათვისებას (ეფექტურობა 99.5%-ს ან მეტს აღწევს) და ზრდის მაქსიმალურ შემავალი დენის მნიშვნელობას.
  • აქვს ორი გამოსასვლელი პორტი, ძირითადი და დამხმარე დატვირთვებისთვის. (სუფთა სინუსიოდა)
  • შესაძლებელია რამდენიმე ინვერტორის პარალელურად დაკავშირება ერთფაზიანი ან სამფაზიანი სისტემის შესაქმნელად. სტანდარტულად მხარდაჭერილია 12 მოწყობილობამდე გაერთიანება, მაქსიმუმ კი 16 მოწყობილობა.
  • ინტეგრირებული BMS კომუნიკაციის ინტერფეისი და იზოლირებული RS485 პორტი საშუალებას აძლევს უსაფრთხოდ აკონტროლოს ლითიუმის აკუმულატორები და დავუკავშირდეთ Bluetooth, WiFi ან 4G მოდულებს დისტანციური მონიტორინგისთვის.

ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები

  • ნომინალური სიმძლავრე (@30℃): 5500W
  • 3 წამიანი პიკური სიმძლავრე: 8500W
  • აკუმულატორის ნომინალური ძაბვა: 48VDC (სამუშაო დიაპაზონი: 40.8VDC – 64.0VDC)
  • მზის პანელის (PV) მაქს. ღია წრედის ძაბვა: 500V
  • MPPT ძაბვის დიაპაზონი: 85V – 450V
  • PV მაქსიმალური შემავალი დენი: 2 × 20A
  • აკუმულატორის დამუხტვის მაქსიმალური დენი: 100A
  • გამომავალი ძაბვა: 220/230VAC (სუფთა სინუსოიდა)
  • მუშაობის ტემპერატურული დიაპაზონი: -20℃-დან +50℃-მდე
  • დაცვის კლასი: IP20 (მტვერი)
  • ზომები (სიგრძე × სიგანე × სიმაღლე): 590 მმ × 300 მმ × 163 მმ
  • წონა: 15.5 კგ